From Wikipedia, the free encyclopedia
დავით II, იმამყული-ხანი (გ. 1722) — კახეთის მეფე 1703-1722 წლებში, ერეკლე I-ის ძე.
დავით II | |
---|---|
იმამყული-ხანი | |
დავით II (კახეთის მეფე) | |
კახეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1703 |
მმართ. დასასრული: | 1722 |
წინამორბედი: | არჩილ II |
მემკვიდრე: | კონსტანტინე II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1678 |
გარდ. თარიღი: | 1722 |
შვილები: | ალექსანდრე, ასლან-მირზა. |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ერეკლე I |
ხელმოწერა: | |
დაიბადა და ბავშვობა გაატარა ირანში. 1703 წლიდან კახეთს განაგებდა როგორც ჯანიშინი (მოადგილე). მისი მმართველობის დროს კახეთში ლეკიანობა მძვინვარებდა. 1706 წელს ჭარ-ბელაქანში კახელთა მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ ლეკებმა დაიკავეს ელისენი. დავით II იძულებული გახდა რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავსა და მანავში გადაეტანა (ზაფხულობით მაღაროს იდგა). მოხსენიებულია იმამყული-ხანის აკურის შეწირულობის განახლების 1708 წლის სიგელში. 1711 წელს ირანში გაემგზავრა და კახეთის მმართველად თავისი ძმა თეიმურაზი და დედა — დედოფალი ანა დატოვა. ამ პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა კახეთზე ლეკთა თავდასხმები, ფეოდალთა თვითნებობა, გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლები. ირანიდან დაბრუნების შემდეგ (1715) დავით II ცდილობდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენას. დაუნათესავდა ქართლის მმართველს იესეს და მისი დახმარებით გაილაშქრა ლეკების წინააღმდეგ, მაგრამ მათთან ბრძოლაში კვლავ დამარცხდა. კახელი ფეოდალები იძულებული გახდნენ ლეკებისათვის ზოგი რამ დაეთმოთ და მათთვის ქართლისა და აზერბაიჯანში სათარეშო გზაც მიეცათ. ამ დროს დაიწყო კახეთის რაიონებში ლეკების ჩამოსახლება. კახელი გლეხები (განსაკუთრებით გაღმამხარში) მძიმე ფეოდალური ჩაგვრის გამო მასობრივად გადადიოდნენ ლეკების მხარეზე — „ლეკდებოდნენ“. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად დავით II-მ დახმარება სთხოვა ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს, მაგრამ მათი ერთობლივი მოქმედება, მიუხედავად ირანის შაჰის მხარდაჭერისა, მაინც ვერ მოხერხდა.
1722 წელს იმამ-ყული ხანი გარდაიცვალა. დაკრძალულია ირანის ქალაქ ყუმში. იმამ-ყული ხანი კარგად იცნობდა ქართულ მწიგნობრობას. იცოდა სპარსული ენა და ლიტერატურა, მუსლიმური ფილოსოფია და კოსმოგრაფია.
დავით II ორჯერ იყო დაქორწინებული: პირველად მან ცოლად შეირთო ტარკის საშამხლოს მმართველის ქალიშვილი, ხოლო მეორედ კი- იათრი ჯაჰან ბეგუმი, ერევნის ბეგლარბეგის შაჰრუჰზადეს ასული.
წინამორბედი: არჩილ II |
კახეთის მეფე 1703 - 1722 |
შემდეგი: კონსტანტინე II |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.