From Wikipedia, the free encyclopedia
დავით ქვათაძე (დაბადების თარიღი უცნობია) — ქართველი სპორტსმენი (სასტენდო და ტყვიის სროლა). 1995 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო თასის ვერცხლის პრიზიორი. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1995, ნიქოზია, კვიპროსი).
2021 წლის ივნისში ვარკეთილის სასროლეთზე სასტენდო სროლაში გამართულ შოთა თავაძის სახელობის თასის გათამაშებაში, რომელიც მოყვარულებსა და პროფესიონალებს შორის ჩატარდა და რომელშიც ქვეყნის თითქმის ყველა წამყვანმა მესტენდურმა იასპარეზა, დავით ქვათაძემ 106 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა.[1]
2022 წლის იანვარში კვიპროსულ ლარნაკაში სასტენდო სროლაში გრან-პრის გათამაშება ჩატარდა, სადაც სხვადასხვა კატეგორიაში შვიდმა ქართველმა მსროლელმა მიიღო მონაწილეობა — უფროსებში, ვეტერანებსა და ახალგაზრდებში. საქართველოს წარმომადგენლები კვიპროსზე ორ ვერცხლის მედალს დაეუფლნენ — ვეტერანებს შორის და გუნდურ ასპარეზობაში.
ვეტერანებში წარმატებით იასპარეზა დავით ქვათაძემ, რომელიც 111 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. ასეთივე წარმატება ქართველმა სპორტსმენებმა გუნდურ ტურნირშიც მოიპოვეს, რომელშიც მამა-შვილი დავით და გივი ქვათაძეები შედიოდნენ რომან გოგოლაძესთან ერთად. მათ საკვალიფიკაციო ეტაპში იმარჯვეს, თუმცა ფინალური სერია მასპინძლებთან დათმეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.[2]
2022 წლის 13 მარტს ნიქოზიაში მიმდინარე მესტენდურთა მსოფლიოს თასის I ეტაპში მრგვალ სტენდზე მსროლელები ჩაებნენ. ტურნირის 103 მონაწილეს შორის სამმა ქართველმა სპორტსმენმაც იასპარეზა: რომან გოგოლაძემ და მამა-შვილმა — დავით და გივი ქვათაძეებმა.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.