From Wikipedia, the free encyclopedia
დავით მჭედლიშვილი (დ. 1914, სიღნაღი — გ. 2001) — ქართველი ჟურნალისტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ჟურნალისტი (1970). იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV–VII მოწვევის დეპუტატი.
1949 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა. სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე გაზეთისა და ჟურნალის რედაქტორი (სიღნაღის გაზ. „კოლმეურნე“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ნორჩი ლენინელი“, თბილისის საოლქო გაზ. „გამარჯვება“; ჟურნალები: „პიონერი“, „ბოლშევიკი“ და სხვა). 1958-1979 წლებში იყო გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი. 1954-1956 — საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიის დარგში. 1980 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში. არჩეული იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის (ყოფ. კავშირი) მდივნად (1958), თავმჯდომარედ, შემდეგ იქვე ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარედ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.