From Wikipedia, the free encyclopedia
დავით დიდი კომნენოსი (ბერძ. Δαβίδ Μέγας Κομνηνός; დ. დაახლ. 1408 — გ. 1 ნოემბერი, 1463) — ტრაპიზონის იმპერიის ოცდამეერთე, უკანასკნელი იმპერატორი 1459-1461 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ ალექსი IV-ისა და თეოდორა კანტაკუზენის შვილი. ტახტზე ავიდა თავისი ძმის იოანე IV-ის გარდაცვალების შემდეგ. თავისი მეფობის განმავლობაში რომის პაპის ეგიდით და ევროპელი და აზიელი მმართველების მონაწილეობით აყალიბებდა სამხედრო კოალიციას ოსმალეთის სულთან მეჰმედ II დამპყრობელის წინააღმდეგ.
დავით დიდი კომნენოსი | |
---|---|
Δαβίδ Μέγας Κομνηνός | |
ტრაპიზონის იმპერიის 21-ე იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1459 |
მმართ. დასასრული: | 1461 |
წინამორბედი: | იოანე IV |
მემკვიდრე: | იმპერია გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 1408 |
დაბ. ადგილი: | ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 1 ნოემბერი, 1463 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
დინასტია: | კომნენოსები |
მამა: | ალექსი IV |
დედა: | თეოდორა კანტაკუზენი |
1461 წლის 26 ოქტომბერს სულთანმა ტრაპიზონი აიღო. დავით კომნენოსი დაატყვევეს და სტამბოლში წაიყვანეს. მიუხედავად სულთნის დიდი მცდელობისა არ მიიღო ისლამი, რის გამოც 1463 წლის 1 ნოემბერს თავის შვილებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.
2013 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოახდინა მისი კანონიზაცია[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.