From Wikipedia, the free encyclopedia
დავიდ ფრიდრიხ შტრაუსი (დ. 27 იანვარი, 1808, ლუდვიგსბურგი — გ. 8 თებერვალი, 1874, იქვე) — გერმანელი ფილოსოფოსი, ახალგაზრდა ჰეგელიანელი.
დავიდ შტრაუსი | |
---|---|
გერმ. David Friedrich Strauß | |
დაბ. თარიღი | 27 იანვარი, 1808[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ლუდვიგსბურგი[6] [7] |
გარდ. თარიღი | 8 თებერვალი, 1874[1] [2] [3] [4] [8] (66 წლის) |
გარდ. ადგილი | ლუდვიგსბურგი[6] [7] |
დასაფლავებულია | Alter Friedhof |
მოქალაქეობა |
ვიურტემბერგის სამეფო შვეიცარია[7] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[7] , ბიოგრაფი, მწერალი[9] [7] და Christian theologian[7] |
ალმა-მატერი | ტიუბინგენის უნივერსიტეტი და Tübinger Stift |
მეუღლე | Agnese Schebest |
ხელმოწერა | |
1848 წელს ბურჟუაზიული რევოლუციის წინ გამოვიდა რადიკალური იდეებით, 60-იანი წლებიდან კი უკვე მონარქისტი და სოციალიზმის აშკარა მოწინააღმდეგე გახდა.
ქრისტიანულ რელიგიური ეთიკასა და ახალგაზრდა ჰეგელიანური მოძრაობის დაწყებაში დიდი როლი შეასრულა მისმა წიგნმა „იესოს ცხოვრება“ (ტ. 1-2, 1835-1836). შტრაუსმა უარყო ქრისტეს ღვთაებრიობა და ისტორიულ პირად მიიჩნია იგი, ხოლო საღვთო წიგნები — ისტორიულ თხზულებებად. შტრაუსმა პანთეიზმის თვალსაზრისით გადაამუშავა ჰეგელის ფილოსოფია. საბოლოოდ სცადა დაეფუძნებინა კრიტიკული თეოლოგია („ძველი და ახალი რწმენა“, 1872)
შტრაუსის და საერთოდ ახალგაზრდა ჰეგელიანელების კრიტიკა მოცემულია მარქსისა და ენგელსის „წმინდა ოჯახში“ და „გერმანულ იდეოლოგიაში“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.