From Wikipedia, the free encyclopedia
„გუშაგი“ (ფრანგ. Gouchagui) — ქართულენოვანი ჟურნალი პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის პერიოდული ორგანო, გამოდიოდა 1984-1993, 1994 და 1997 წლებში. რედაქტორ-დამფუძნებელი იყო ემიგრანტი მწერალი გიორგი წერეთელი.
„გუშაგი“ „თავისუფლების ტრიბუნის“ გაგრძელება იყო და მის მსგავსად ემსახურებოდა საქართველოს განთავისუფლების იდეას, ქვეყანაში დამოუკიდებელი, დემოკრატიული წესწყობილების დამკვიდრებას. გამოცემის დევიზი იყო: "თავისუფლება და თანასწორუფლებიანობა ყველა რასისა და ერისა, თავისუფალ და თანასწორუფლებიან ერთა ოჯახში, თავისუფალი და თანასწორუფლებიანი ქართველი ერი". აქვეყნებდა წერილებს არა მარტო საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, დისიდენტურ ლიტერატურას, ფრანგული პოლიტიკური თხზულებების თარგმანებს, ემიგრაციასა და საქართველოში შექმნილ თვალსაჩინო ნაწარმოებებს და სხვ. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ: კარლო ინასარიძე, გულბათ გულბათიშვილი, გიორგი ყიფიანი, ირაკლი ოთხმეზური, გიორგი წერეთელი, ალექსანდრე მანველიშვილი, გივი კობახიძე, ილია კუჭუხიძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვა ემიგრანტი და საქართველოში მოღვაწე დისიდენტები. 1984–1993 წლებში დაისტამბა 30 ნომერი. 1989 წლის სექტემბერში, 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიცა ჟურნალის სპეციალური რიგგარეშე ნომერი. გიორგი წერეთლის გარდაცვალების (1993) შემდეგ ჟურნალმა პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა. შემდგომ სანდრო თუშმალიშვილის რედაქტორობით გამოიცა ჟურნალის ორი ნომერი (1994, 1997). ჟურნალის სრული კომპლექტი დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში, გურამ შარაძის კერძო კოლექციაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.