From Wikipedia, the free encyclopedia
გურჯაანის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის სამხრეთ განაპირას. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ კედელი (სიგრძე - 9 მეტრი სიმაღლე - 13 მეტრი) რაზედაც მოგვიანებით აგურის გალავანი დაუშენებიათ. ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის ქვითა და კირის დუღაბით. 2003 წელს ეკლესიის ახლოს მოსახლეობამ პატარა (1.5 x 0.66 მეტრი სიმაღლე - 0.98 მეტრი) ნიში ააგო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.