გურამ ენუქიძე
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
გურამ ნიკოლოზის ძე ენუქიძე (დ. 1930, თბილისი, — გ. 2011) — ქართველი სახელმწიფო და საბჭოთა პარტიული მოხელე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1956) და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (სკკპ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია (1976). იყო სკკპ წევრი 1959 წლიდან. მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე, 1976-1978 წლებში — საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 1978-1988 წლებში — საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანად. 1988-1990 წლებში იყო საქართველოს სსრ განათლების მინისტრი. არჩეული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IX, X და XI მოწვევების დეპუტატად, 1990-იან წლებში — თბილისის საკრებულოს წევრად. დაჯილდოებული იყო ხალხთა მეგობრობის ორდენით და მედლებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.