From Wikipedia, the free encyclopedia
გულთვათის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში.
ნაგებობის დიდი ნაწილი თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული, თუმცა ჩვენამდე მოღწეული ნაშთების მიხედვით შეიძლება მის გეგმაზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, შვერილი აბსიდით. გეგმარებით და სამშენებლო წყობით ესადაგება ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციის სახელოვნებო ფორმას. ციხის კედლები და ეკლესია, როგორც ჩანს, ერთი და იგივე პერიოდისაა. მოხილვისა და ფოტოფიქსაციის დონეზე, კომპლექსი შეიძლება VI საუკუნის II ნახევრითა და VII საუკუნით დათარიღდეს. რაც შეეხება კარიბჭის თავდაცვით ნაწილს, კოშკებს შორის მოქცეულ კარი სავსებით შეესაბამება ადრე ბიზანტიური ფორტიფიკაციის ლოგიკას.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა შვერილი აბსიდით, თუმცა გარე ბმაში დარბაზის აბსიდასთან შეუღლების არე გამოყოფილი არაა და ამით ძალიან წააგავს ადრეულ სირიულ დარბაზულ ეკლესიებსა და ბაზილიკებს, ეგრეთწოდებულ რეგიონულ ტიპებს. მისი ძირითადი მახასიათებელია რიყის ქვით მოპირკეთებული ნახევარწრიული აბსიდა. ეს წყობა ძალიან გვაგონებს რომაულ, რიყის ქვით ამოყვანილ სტილს. ისევე როგორც ეკლესიის აბსიდის კეხი, ცენტრალური სარკმელიდა აბსიდის შიდა სივრცეში 40 სანტიმეტრის სიგანის პრესბიტერიუმის მოდელი. ეკლესიის სიგრძე 10 მეტრია ,ხოლო სიგანე 4,10 მეტრი. მისი კედლები საშუალოდ 80 სანტიმეტრის სისქისაა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.