From Wikipedia, the free encyclopedia
გულების ციხე — ქედის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფლის თავში მდებარე საწუმპიას მთაზეა განლაგებული. იგი სოფელ გულებიდან 3-4 კმ-ით არის დაშორებული.
ციხეს დასავლეთიდან ერთადერთი ვიწრო კლდოვანი მისასვლელი აქვს. ციხის ფართობი 70-80 მ²-ია. აქ მხოლოდ ერთი 14 მ² ნაგებობაა შემონახული, რომელსაც შესასვლელი სამხრეთი მხრიდან აქვს. შესასვლელის სიგანე 0,95 მ-ია, სიმაღლე — 1,15 მ. შესასვლელის ღრიჭო 1,05 მ სიმაღლეზეა დატანებული. ზღუდარის ლოდის ზომებია 3,10х0,18 სმ. ზღუდარს ქვემოდან კარგად ემჩნევა საურდულე ფოსო. ყველაზე საინტერესოა დასავლეთის კედელი, რომელშიც დატანებულია სამი ლამაზად გამოკვეთილი სათოფური. მათგან ორი გარედან 1,10 მ სიმაღლეზე მდებარეობს, ხოლო მესამე 2,30 მ სიმაღლეზე.
კოშკი უდავოდ სართულებიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი დაზიანების გამო, ამის საბუთის მიკვლევა არ ხერხდება. ციხის ტერიტორიაზე სხვა რამ ნაგებობების კვალი არ შეიმჩნევა. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვებით კირის ხსნარზე. შეინიშნება უსწორმასწორო წყობა. ეს ქვები აქვე მახლობლადაა მოპოვებული. რაც შეეხება წყლის საკითხს, ეტყობა, მახლობელ წყაროებს იყენებდნენ. აქ შესანიშნავი წყაროებია სასვინტრიაში, ცივწყაროში, წუმპიაში. წყლის შესანახხად უნდა ჰქონოდათ წყალსაცავი, რომლის მიგნება ვერ მოხერხდა.
გულების ციხე მარჯვე ადგილას მდებარეობს. აქედან მხედველობის არეში ექცევა ვრცელი ტერიტორია ერთი მხრით დანდალომდე, ხოლო მეორე მხრით შავშეთის ქედამდე და აჭარის წყლის გადმოღმა ზენდიდის სერამდე. იგი ეტყობა ამ ტერიტორიის საბატონოდ იყო აშენებული.
მშენებლობის ტექნიკით (ფლეთილიქვების არასწორი წყობით, სათოფურებით და შემონახული ცნობების საფუძველზე იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.
აღსანიშნავია ასევე ის, რომ 1575-1756 წლებში ამ ციხეში ყოფილან შეხიზნულნი სამცხის ათაბაგი ყვარყვარე IV და მისი დედა დედისიმედი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.