სომეხი ბერი, მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
გრიგორ ნარეკაცი (სომხ. Գրիգոր Նարեկացի), დასავლეთ სომხ.: კრიკორ კარეგაცი (დ. 951 — გ. 1003) ასევე ცნობილი, როგორც გრიგოლ ნარეკელი — სომეხი ბერი, პოეტი, ქრისტიანი მისტიკოსი, ფილოსოფოსი, თეოლოგი, კომპოზიტორი. წმინდანად არის აღიარებული რომის კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიების მიერ.
გრიგორ ნარეკაცი | |
---|---|
სომხ. Գրիգոր Նարեկացի | |
დაბადების თარიღი | 951[1] [2] |
დაბადების ადგილი | Yemişlik, Rshtunik, ვასპურაკანის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 1003[1] [2] |
გარდაცვალების ადგილი | ნარეკავანქი, Rshtunik, ვასპურაკანის სამეფო |
საქმიანობა | პოეტი[3] [2] , ფილოსოფოსი[3] , მუსიკოსი[3] და თეოლოგი[2] |
ენა | ძველი სომხური ენა |
ჟანრი | narrative poetry |
ნათესავ(ებ)ი | Anania Narekatsʻi[4] |
ავტორია არაერთი პოეტური ტექსტისა. დაწერილი აქვს „ქებათა ქების“ მისტიკური ინტერპრეტაცია. მისი ლოცვათა წიგნები, ასვე „ტრაგედიის მატიანე“, რომელიც შედგება 95 ნაწილისაგან, თარგმნილია არაერთ ენაზე.
2015 წლის 21 თებერვალს რომის პაპმა ფრანცისკე I-მა გრიგორ ნარეკაცი ეკლესიის მასწავლებლად (Doctor Ecclesiae) გამოაცხადა[5].
გრიგორი დაიბადა 950 წელს საეკლესიო მწერლისა და სწავლულის, ხოსრო ანძევაცის, ოჯახში. მამამისი ხოსრო არქიეპისკოპოსი იყო. დედის გარდაცვალების შემდეგ, მასზე მზრუნველობა იკისრა ანანია ნარეკელმა, ნარეკის მონასტრის დამაარსებელმა და გრიგოლის ბიძაშვილმა. თითქმის მთელი თავისი ცხოვრება გრიგორმა ნარეკის მონასტერში გაატარა, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა როგორც ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსების თხზულებებს, ისე — წმინდა მამათა შრომებს.
გრიგოლის დროს განსაკუთრებით აღორძინდა სომხური კულტურა. ლიტერატურა, მხატვრობა, არქიტექტურა და თეოლოგია განსაკუთრებულ სიმაღლეებს აღწევდა სომხეთში, რის სათავეშიც გრიგორი იდგა. გრიგორ ნარეკაცმა სომხურ ლიტერატურაში პირველმა შეიტანა საერო მოტივები, პოეზიის საგნად ადამიანი და მისი გრძნობები აქცია; მაგრამ მისი ჰუმანიზმი მისტიკურ საბურველშია გახვეული. გრიგორ ნარეკაცის პოეზია გამოირჩევა მხატვრული სახეების მრავალფეროვნებით, ლექსიკის სიმდიდრით. დიდი როლი შეასრულა ძველი სომხური სალიტერატურო ენის განვითარებაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.