From Wikipedia, the free encyclopedia
გრანადის დაცემა — გრანადის ომის (1482-1492 წლები) კულმინაციური წერტილი. გაიმართა 1492 წლის 2 იანვარს ქალაქის რამდენიმე თვიანი ალყის შემდეგ. ქალაქი კასტილიისა და ლეონის სამეფომ დაიპყრო. გრანადის გადაცემა მოხდა გრანადის ხელშეკრულების შედეგად, რომელიც 77 პუნქტისაგან შედგებოდა. გრანადის დაცემასთან ერთად არსებობა შეწყვიტა გრანადის საამირომაც. გრანადის აღებამ დაასრულა არაბების 780-წლიანი ბატონობა იბერიის ნახევარკუნძულზე და დასრულდა რეკონკისტა. ამ გამარჯვების შემდეგ გაერთიანებულ ქრისტიანულ სახელმწიფოს ეწოდა ესპანეთი.
გრანადის დაცემა | |||
---|---|---|---|
რეკონკისტის ნაწილი | |||
გრანადას გადასცემენ ფერდინანდსა და ისაბელს. | |||
თარიღი | 2 იანვარი, 1492 | ||
მდებარეობა | გრანადა, ესპანეთი | ||
შედეგი | მავრების კაპიტულაცია და გრანადის საამიროს განადგურება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ამჟამად ქალაქში 2 იანვარი აღინიშნება როგორც დღესასწაული.
1491 წლის გაზაფხულისათვის პირენეს ნახევარკუნძულზე მავრების ხელში რჩებოდა მხოლოდ გრანადა. ქალაქის შტურმით აღება ფერდინანდისა და იზაბელას ჯარებს გაუჭირდათ. გადაწყვიტეს გრანადის ალყაში მოქცევა. დაიდო ზავი ოთხი თვით. ბოაბდილმა მოლაპარაკებები გამართა ფესის მეფესთან, თუმცა წარუმატებლად. ამასობაში ზავის ვადაც გავიდა და ქალაქი ჩაბარდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.