Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერატორი გო-კასივაბარა (იაპონ. 後柏原天皇) (დ. 19 ნოემბერი, 1464 — გ. 19 მაისი, 1526) — იაპონიის 104-ე იმპერატორი 1500 წლის 16 ნოემბრიდან სიკვდილამდე. მისი პირადი სახელი იყო კაცუჰიტო (勝仁). მისი მმართველობის პერიოდში ასიკაგას სიოგუნატის იმპერიული გავლენის სფერო პიკს აღწევს.
იმპერატორ გო-ცუტიმიკადოს პირველი ვაჟი, დედამისი ნივატა ასაკო (庭田朝子), ნივატა ნაგაკატას (庭田長賢) ქალიშვილი იყო.
1500 წელს მამამისის, იმპერატორი გო-ცუტიმიკადოს, გარდაცვალების შემდეგ კურთხეულ იქნა იმპერიის მმართველად. თუმცა, ონინის ომის სავალალო შედეგების გამო, საიმპერატორო ოჯახი იმდენად ხელმოკლედ იყო, რომ ფორმალური კორონაციის ცერემონიის ჩატარება ვერ მოხერხდა. 1521 წლის მე-3 თვის 22-ე დღეს ვასალი თავადების ჯოგანჯი და მურომაჩის ბაკუფუს მიერ გაწეული წვლილით იმპერატორმა საბოლოოდ შეძლო ამ ცერემონიის ჩატარება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.