From Wikipedia, the free encyclopedia
გორგონები (ბერძ. Gorgon; მხ.) — ძველ ბერძნულ მოთოლოგიაში ფრთოსანი ურჩხული ქალები. ჰესიოდე სამ გორგონს ახსენებს (Stheno — ძლიერი; Euruale — მოხეტიალე, Medusa — მბრძანებელი), ჰომეროსი — ერთს. გორგონებს წარმოსახავდნენ საშინელი გარეგნობის, უზარმაზართავიან, კბილებდაკრეჭილ, ენაგადმოგდებულ, თმის ნაცვლად თავზე გველებგადაყრილ არსებად, რომელთა შეხედვაც ყველა სულიერს აქვავებდა. მათგან მხოლოდ მედუზა იყო მოკვდავი. მედუზას პერსევსმა მოკვეთა თავი და მისი სისხლისაგან იშვა ფრთოსანი ცხენი პეგასი. მოგვიანებით ხელოვნებაში მედუზას მშვენიერი სახით, მაგრამ საშინელი შიშისმომგვრელი გამომეტყველებით გამოსახავდნენ. მედუზის მოჭრილი თავი ათენას ფარზე იყო გამოსახული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.