გონკურის პრემია (ფრანგ. Prix Goncourt) — საფრანგეთის ლიტერატურული პრემია, დაარსებული ედმონ დე გონკურის ანდერძის თანახმად.
გონკურის ლიტერატურული საზოგადოება ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1902 წელს. პირველი პრემია გადაცემულ იქნა 1903 წლის 21 დეკემბერს. ეს არის ყველაზე პრესტიჟული ფრანგული პრემია, რომლითაც ჯილდოვდება წლის საუკეთესო რომანი. პრემიის თანხა სიმბოლურია და მხოლოდ 10 ევროს შეადგენს, მაგრამ მთავარი ის პოპულარობაა, რომელიც პრემიის მფლობელს თითქმის გარანტირებული აქვს.
გონკურის აკადემიის წევრები ყოველი თვის პირველ სამშაბათს, პარიზში, რესტორან „დრუანის“ პირველ სართულზე თავიანთ სალონში იკრიბებიან. ლაურეატის ვინაობა ცხადდება 3 ნოემბერს. პრემია ერთ მწერალს მხოლოდ ერთხელ შეიძლება გადაეცეს. თუმცა ყოფილა გამონაკლისიც: 1956 წელს იგი მიიღო რომენ გარიმ რომანისთვის „ცის ფესვები“, 1975 წელს კი - იმავე მწერალმა ფსევდონიმით ემილ აჟარი რომანისთვის „ცხოვრება წინაა“.
- 1903 - ჯონ-ანტუან ნო, „მტრული ძალა“
- 1904 - ლეონ ფრაპიე, „მშობლიური“
- 1905 - კლოდ ფარერი, „ცივილიზებულნი“
- 1906 - ჟერომ და ჟან ტაროდები, „დინგლეი, გამოჩენილი მწერალი“
- 1907 - ემილ მოსელი, ნოველები.
- 1908 - ფრანსის დე მიომანდრი, „წყალზე ნაწერი“
- 1909 - მარიუს-არე ლებლონი, „საფრანგეთში“
- 1911 - ალფონს დე შატობრიანი, „ბატონი დე ლურდინები“
- 1912 - ანდრე სავინიონი, „წვიმის ქალიშვილები“
- 1913 - ელდერი, მარკ, „ზღვის ხალხი“
- 1914 - ბერტრანი, ადრიენ, „მიწის ძახილი“
- 1915 - ბენჟამენი, რენე, „გასპარი„
- 1916 - ბარბიუსი, ანრი, „ცეცხლი“
- 1917 - მალერბი, ანრი, „ალი მუჭში“
- 1918 - დუამელი, ჟორჟ, „ცივილიზაცია“
- 1919 - პრუსტი, მარსელ, „ყვავილებიანი გოგონების ჩრდილში“
- 1920 - პეროშონი, ერნესტ, „ნენე“
- 1921 - მარანი, რენე, „ბატუალა“
- 1922 - ბერო, ანრი, „მთვარის სამსალა“
- 1923 - ფაბრი, ლუსიენ, „Rabevel ou le Mal des ardents“
- 1924 - სანდრი, ტიერი, „განსაწმენდელი, თავი XIII“
- 1925 - ჟენევუა, მორის, „რაბოლიო“
- 1926 - დებერლი, ანრი, „ფედრას მუდარა“
- 1927 - ბედელი, მორის, „ჟერომი 60° ჩრდილოეთ დონეზე“
- 1928 - კონსტანტენ ვეიერი, მორის, „კაცი ფიქრობს თავის წარსულზე“
- 1929 - არლანი, მარსელ, „წესრიგი“
- 1930 - ფოკონიე, ანრი, „ტკივილი“
- 1931 - ფეიარი, ჟან, „სიყვარულის ტკივილი“
- 1932 - მაზელინი, გი, „მგლები“
- 1933 - ანდრე მალრო, „ადამიანური ცხოვრების პირობები“
- 1934 - ვერსელი, როჟე, „კაპიტანი კონანი“
- 1935 - პეირე, ჟოზეფ, „სისხლი და სინათლეები“
- 1936 - ვან დერ მეეში, მაქსანს, „ღვთის კვალი“
- 1937 - პლისნიერი, შარლ, „ყალბი პასპორტები“
- 1938 - ტრუაია, ანრი, „აბლაბუდა“
- 1939 - ერია, ფილიპ, „განებივრებული ბავშვები“
- 1940 - ამბრიერი, ფრანსის, „დიდი არდადეგები“
- 1941 - პურა, ანრი, „მარტის ქარი“
- 1942 - ბეროდი, მარკ, „ბავშვების მსგავსად“
- 1943 - გრუ, მარიუს, „ადამიანის გავლა“
- 1944 - ელზა ტრიოლე, „Le premier accroc coûte deux cents francs“
- 1945 - ბორი, ჟან-ლუი, „ჩემი სოფელი გერმანულ დროში“
- 1946 - გოტიე ჟან-ჟაკ, „საინტერესო ამბის ისტორია“
- 1947 - კურტისი, ჟან-ლუი, „ღამის ტყეები“
- 1948 - დრუონი, მორის, „დიდი ოჯახები“
- 1949 - რობერ მერლი, „უიკ-ენდი სამხრეთ სანაპიროზე“
- 1950 - კოლენი, პოლ, „ველური თამაშები“
- 1951 - გრაკი, ჟულიენ, „სირტის ნაპირები“, პრემიაზე ავტორმა უარი განაცხადა.
- 1952 - ბეკი, ბეატრიზ, „ლეონ მორენი, მღვდელი“
- 1953 - გასკარი, პიერ, „სულელები“
- 1954 - ბოვუარი, სიმონ დე, „მანდარინები“
- 1955 - იკორი, როჟე, „შერეული წყლები“
- 1956 - გარი, რომენ, „ცის ფესვები“
- 1957 - ვაიანი, როჟე, „კანონი“
- 1958 - უალდერი, ფრანსის, „სენ ჟერმენი ანუ მოლაპარაკება“
- 1959 - შვარც-ბარტი, ანდრე, „უკანასკნელი წმინდანი“
- 1960 - ორია, ვინტილა, „ღმერთი გადასახლებაში დაიბადა“
- 1961 - კო, ჟან, „ღვთის სიბრალული“
- 1962 - ლანგფუსი, ანა, „ქვიშის ბარგი“
- 1963 - ლანუ, არმან, „ზღვის მიქცევისას“
- 1964 - კონშონი, ჟორჟ, „ველური სახელმწიფო“
- 1965 - ბორელი, ჟაკ, „გაღმერთება“
- 1966 - შარლე-რუ, ედმონდა, „პალერმოს დავიწყება“
- 1967 - მანდიარგი, ანდრე პიეირ დე, „არე“
- 1968 - კლაველი, ბერნარ, „ზამთრის ხილი“
- 1969 - მარსო, ფელისიენ, „Creezy“
- 1970 - მიშელ ტურნიე, „Le Roi des Aulnes“
- 1971 - ლორანი, ჟაკ, „სისულელეები“
- 1972 - კარიერი, ჟან, „L'Épervier de Maheux“
- 1973 - შესე, ჟაკ, „L'Ogre“
- 1974 - ლენე, პასკალ, „მემაქმანე“
- 1975 - აჟარი, ემილ, (რომენ გარი) „ცხოვრება წინაა“
- 1976 - გრენვილი, პატრიკ, „აალებულები“
- 1977 - დეკუა, დიდიე, „ჯონი ჯოჯოხეთი“
- 1978 - მოდიანო, პატრიკ, „ბნელი ჯიხურების ქუჩა“
- 1979 - მაიე, ანტონინ, „Pélagie-la-Charrette“
- 1980 - ნავარი, ივ, „აკლიმატიზაციის ბაღი“
- 1981 - ბოდარი, ლუსიენ, „ანა მარია“
- 1982 - ფერნანდეზი, დომინიკ, „ანგელოზის ხელში“
- 1983 - ტრისტანი, ფრედერიკ, „გზააბნეულები“
- 1984 - დიურასი, მარგერიტ, „საყვარელი“
- 1985 - კეფელეკი, იან, „ბარბაროსული ქორწინება“
- 1986 - ჰოსტი, მიშელ, „ღამის ლაქია“
- 1987 - ბენჟელუნი, ტაარ, „წმინდა ღამე“
- 1988 - ორსენა, ერიკ, „კოლონიური ექსპოზიცია“
- 1989 - ვოტრენი, ჟან, „ნაბიჯი კეთილი უფლისაკენ“
- 1990 - რუო, ჟან, „ღირსების ველები“
- 1991 - კომბესკო, პიერ, „კალვერის ქალიშვილები“
- 1992 - შამუაზო, პატრიკ, „ტექსაკო“
- 1993 - მაალუფი, ამინ, „ტანიოს კლდე“
- 1994 - კოველერტი, დიდიე ვარ, „წასვლა“
- 1995 - მაკინი, ანდრეი, „ფრანგული ანდერძი“
- 1996 - როზე, პასკალ, „მონადირე ზერო“
- 1997 - რამბო, პატრიკ, „ბრძოლა“
- 1998 - კონსტანი, პოლ, „გულახდილი საუბრები“
- 1999 - ეშნოზი, ჟან, „მივდივარ“
- 2000 - შული, ჟან-ჟაკ, „ინგრიდ კავენი“
- 2001 - რუფენი, ჟან-კრისტოფ, „რუჟ ბრეზილი“
- 2002 - კინიარი, პასკალ, „მოხეტიალე ჩრდილები“
- 2003 - ამეტი, ჟან-პიერ, „ბრეხტის საყვარელი“
- 2004 - გოდე, ლორან, „სკორტების მზე“
- 2005 - ვეიერგანი, ფრანსუა, „სამი დღე დედაჩემთან“
- 2006 - ლიტელი, ჯონათან, „კეთილგანწყობილნი“
- 2008 - ატიქ რაჰიმი, „სინგე საბური. მოთმინების ქვა“
- 2009 - მარი ნდიაი, „სამი ძლიერი ქალი“
- 2010 - მიშელ უელბეკი, „რუკა და ტერიტორია“
- 2011 - ალექსის ჟენი, „ომის ფრანგული ხელოვნება“
- 2012 - ჟერომ ფერარი, „ქადაგება რომის დაცემის შესახებ“
- 2013 - პიერ ლემეტრი, „დიდი ტყუილი“
- 2014 - ლიდია სალვერი, „Pas pleurer“
- 2015 - მათიას ენარი, „Boussole“
- 2016 - ლეილა სლიმანი, „Chanson douce“
- 2017 - ერიკ ვუილარი, „L’Ordre du jour“
- 2018 - ნიკოლა მატიე, „Leurs enfants après eux“
- 2019 - ჟან-პოლ დიუბუა, „Tous les hommes n’habitent pas le monde de la même façon“
- 2020 - ერვე ლე ტელიე, „ანომალია“
- 2021 - მოჰამედ სარი, „La plus secrète mémoire des hommes“
- 2022 - ბრიჯიტ ჟირო „Vivre vite“
- 2023 - ჟან-ბატისტ ანდრეა „Veiller sur elle“