From Wikipedia, the free encyclopedia
გოდფრუა ბუიონელი (ფრანგ. Godefroy de Bouillon , აგრეთვე ცნობილი როგორც გოტფრიდ ბულიონელი (გერმ. Gottfried von Bouillon; დ. დაახ. 1060, ბულონი — გ. 18 ივლისი, 1100, იერუსალიმი) ) — ქრისტეს საფლავის ლეგენდისეული მცველი, რომელიც პირველ ჯვაროსნულ ომში რომის პაპის ურბან II-ის მიმართვისთანავე ჩაერთო.
გოდფრუა ბუიონელი | |
---|---|
Godefroy de Bouillon | |
იერუსალიმის სამეფოს I მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1099 |
მმართ. დასასრული: | 1100 |
წინამორბედი: | სამეფო შეიქმნა (შექმნამდე- იფტიხარ-ალ-დავლა, იერუსალიმის გუბერნატორი, ფატიმიდების დინასტია) |
მემკვიდრე: | ბალდუინ I |
ქვემო ლოთარინგიის გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1089 |
მმართ. დასასრული: | 1096 |
წინამორბედი: | კონრად ლოთარინგიელი |
მემკვიდრე: | ჰენრი I ლიმბურგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1058/1060 |
დაბ. ადგილი: | ბულონი |
გარდ. თარიღი: | 1100 |
გარდ. ადგილი: | იერუსალიმი |
რელიგია: | ქრისტიანობა, კათოლიციზმი |
წოდება: | ქრისტეს საფლავის მცველი |
ბრძოლები/ომები: | პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა |
ბუიონის ჰერცოგი გოდფრუა ლოთარინგიის ოციათასიან რაინდთა ლაშქარს სარდლობდა. ამ დროს იგი 35 წლისა იყო. მან იერუსალიმამდე მიაღწია და იყო ერთ-ერთი, ვინც პირველმა აღმართა ქრისტიანული დროშა 1099 წლის 15 ივლისს. მთელი ლაშქრობის განმავლობაში გამოირჩეოდა რაინდული სულისკვეთებით ქრისტიანობით და ასევე სამართლიანობით. იერუსალიმის მეფედ არჩევისას წარმოთქვა:
„ქალაქში, სადაც მაცხოვარი იესო ქრისტე ეკლიან გვირგვინს ატარებდა, მე სამეფო გვირგვინს ვერ დავიდგამ.“ |
მაშინ მას მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიენიჭა. იდუმალებითაა მოცული მისი გარდაცვალების ამბავი. იგი 1100 წლის 18 ივლისს აღესრულა. გოდფრუა ბუიონელის საფლავი მე-19 საუკუნემდე მაცხოვრის აღდგომის ტაძრის კარიბჭეში მდებარეობდა. მალე მისი საფლავი გაძარცვეს და მისი სხეულის ნაწილები დაკარგულად ითვლება. 1830 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბელგია დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა, გოდფრუა ბუიონელი ბელგიის ეროვნულ გმირად ითვლება. მისი ქანდაკება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელშია აღმართული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.