გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა

From Wikipedia, the free encyclopedia

გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა

გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია); დავით აღმაშენებლის გამზირსა და არნოლდ ჩიქობავას ქუჩას შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა ერთ-ერთია იმ 32 ქუჩიდან, რომლებიც გაყვანილია 1846 წელს შექმნილი „თბილისის გარეუბნების მომწყობი კომისიის“ მიერ გენერალ-ლეიტენანტ იოსებ რეუტის თავჯდომარეობით. თავდაპირველად რეუტის ქუჩა ერქვა (დატანილია თბილისის 1851 წლის გეგმაზე), 1923 წლიდან — აფრასიონ მერკვილაძის, შემდეგ — გიორგი ჭყონდიდელის. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რის გამოც 1991 წელს ქუჩას მისი სახელი ეწოდა. შემონახულია XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.

სწრაფი ფაქტები გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა, საერთო ინფორმაცია ...
გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა
Thumb
საცხოვრებელი სახლი გ. მაზნიაშვილის და ე. ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა  საქართველო
ქალაქი  თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი ძველი კუკია
წინა სახელები იოსებ რეუტის ქუჩა, აფრასიონ მერკვილაძის ქუჩა, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა
დახურვა

ლიტერატურა

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.