გიორგი მიხეილის ძე ბერიევი (ბერიაშვილი) (დ. 13 თებერვალი [ ძვ. სტ. 31 იანვარი], 1903, თბილისი ― გ. 12 ივლისი, 1979, მოსკოვი) — ავიაკონსტრუქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი.
ბიოგრაფია
1930 წელს დაამთავრა კალინინის სახელობის ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; 1934–1968 წლებში ხელმძღვანელობდა თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბოუროს. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ჰიდროთვითმფრინავები (მბრ-2, მრ-1, მდრ-5, მრ-7 ბე-6), რეაქტიული მფრინავი ნავები (რ-1 და ბ-10), ამფიბია თვითმფრინავები (ბე-8 და ბ-12), სახომალდე საკატაპულტე თვითმფრინავები (მე-2 და ბე-4) და სახმელეთო მსუბუქი სამგზავრო თვითმფრინავი (ბე-30). სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1947, 1968). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 318.
- ტატიშვილი ი., დიდი ქართველი გენერალური ავიაკონსტრუქტორი გიორგი ბერიაშვილი, თბ., 1989;
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 401.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.