გიორგი ადამია

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

გიორგი პორფილეს ძე ადამია (დ. 16 დეკემბერი [ძვ. სტ. 3 დეკემბერი], 1904, სოფ. მათხოჯი, ახლანდელი ხონის რაიონი ― გ. 7 დეკემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი თერაპევტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1959), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1970).

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამია.

ბიოგრაფია

1930 წელს დაამთავრა თსუ სამკურნალო ფაკულტეტი. 1934–1941 წლებში მუშაობდა უწერისა და ჯავის სანატორიუმების მთავარ ექიმად. მივლინებული იყო დასავლეთ საქართველოში პელაგრის გავრცელებასთან დაკავშირებით, სადაც დაამუშავა და შემდგომში გამოაქვეყნა (1946) ამ დაავადების კლინიკისა და თერაპიის საკითხები. 1960-იდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიის კათედრის გამგეა. ადამია იკვლევდა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებებს.

Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads