From Wikipedia, the free encyclopedia
გივი გრიგოლის ძე გუმბარიძე (დ. 22 მარტი, 1945, თბილისი, საქართველოს სსრ) — საბჭოთა პერიოდის საქართველოს უკანასკნელი პოლიტიკური ლიდერი.
გივი გუმბარიძე | |
საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ მე-13 პირველი მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 აპრილი, 1989 – 7 დეკემბერი, 1990 | |
წინამორბედი | ჯუმბერ პატიაშვილი |
მემკვიდრე | ავთანდილ მარგიანი |
საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 დეკემბერი, 1988 – 27 აპრილი, 1989 | |
წინამორბედი | ალექსი ინაური |
მემკვიდრე | ტარიელ ლორთქიფანიძე |
დაბადებული | 22 მარტი, 1945 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საბჭოთა კავშირი |
ეროვნება | ქართველი |
გივი გუმბარიძე დაიბადა 1945 წლის 22 მარტს თბილისში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსული ფილოლოგიის სპეციალობით. 1966-1967 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში.
1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული საარქივო სამმართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1969 წლიდან იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე. 1972 წელს შევიდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებში. 1977 წლის 15 მარტიდან 1980 წლის 22 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს კპ ცკის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორად, 1980 წლის 22 იანვრიდან 8 აპრილამდე — ამავე განყოფილების სექტორის გამგედ, 1980 წლის 8 აპრილიდან 1983 წლის 30 ივლისამდე კი ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგის მოადგილედ. 1983 წლის 30 ივლისიდან 1985 წლის 1 ოქტომბრამდე იყო საქართველოს კპ ზესტაფონის რაიკომის პირველი მდივანი, 1985 წლის 1 ოქტომბრიდან 1986 წლის 1 ივლისამდე — საქართველოს კპ ცკ-ის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე, 1986 წლის 1 ივლისიდან 1988 წლის 24 მაისამდე საქართველოს კპ ცკ-ის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე, 1988 წლის 20 მაისიდან 1 დეკემბრამდე — საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1988 წლის 1 დეკემბრიდან 1989 წლის 27 აპრილამდე — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, 1989 წლის 14 აპრილიდან 1990 წლის 7 დეკემბრამდე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ის პირველი მდივანი. 1989 წლის 17 ნოემბრიდან 1990 წლის 14 ნოემბრამდე თავმჯდომარეობდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. სკკპ XXVIII ყრილობის გადაწყვეტილების თანახმად, როგორც მოკავშირე რესპუბლიკების ცკ-ის პირველი მდივანი, 1990 წლის 12 ივლისიდან 1991 წლის 31 იანვრამდე იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცკ-ისა და პოლიტბიუროს წევრი. 1989-1991 წლებში იყო საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატი, 1991 წლის აგვისტომდე — უმაღლესი საბჭოს წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (მაჟორიტარი, ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი) საქართველოს კომუნისტური პარტიისგან. შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა.
ასევე იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს X და XI მოწვევათა დეპუტატი. საქართველოს სსრ XXVII ყრილობის მიერ 1986 წლის 24 იანვარს არჩეულ იქნა საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ-ის წევრად (04.07.1986). იყო საქართველოს სსრ კპ ცკ-ის ბიუროს წევრობის კანდიდატი (28.05.1988), საქართველოს სსრ კპ ცკ-ის ბიუროს წევრი (28.05.1988), საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტისა და ბიუროს წევრი (20.05.1988 — 06.12.1988), სკკპ XXVIII ყრილობის (2- 12/VIII/1990) დელეგატი.
საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 17 ივლისის ბრძანებულებით, დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.