From Wikipedia, the free encyclopedia
გვალიორი ან გვალიარი — ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატის სიდიდით მეოთხე ქალაქი. განლაგებულია აგრიდან სამხრეთით 122 კმ-ში, სარკინიგზო ხაზების გადაკვეთაზე და შედგება სამი ისტორიული ცენტრისგან — საკუთრივ გვალიორის, ლაშქარის და მორარისგან. მოსახლეობა 690 ათასი მცხოვრები (2001 წლის მონაცემებით).
გვალიორი ასრულებდა თვალსაჩინო როლს ჩრდილოეთ ინდოეთის ისტორიაში, როგორც ისტორიულ ოლქ მალვის პოლიტიკური ცენტრი. საკუთრივ გვალიორი თავდაპირველად ციხის სახელწოდება იყო. ამ ციხესიმაგრის არსებობა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების შესაყარზე, ცნობილია ჯერ კიდევ VI საუკუნიდან. ციხის კედლებს შიგნთ შემონახულია ექვსი სასახლე, ექვსი ტაძარი, მეჩეთი, რვა აუზი და XI საუკუნის ინდური არქიტექტურის იშვიათი ძეგლები. XV საუკუნეში ციხის კედლებთან კლდის სიღრმეში გამოუკვეთიათ 18 მეტრის სიმაღლის გიგანტური ჯაინისტური ძეგლები.
გვალიორის ციხესიმაგრიდან სამხრეთით 6 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი ლაშქარი, 1810 წლამდე მარათების სამთავროს დინასტია სინდჰების მოქმედი რეზიდანცია დინასტიის დამაარსებელი 1745 წელს აუჯანყდა მარათების კონფედერაციას და შექმნა გვალიორის დიდი სამთავრო. მისმა შვილიშვილმა მაჰადაჯიმ (მეფობდა 1761-1794 წლებში) ჩრდილოეთ ინდოეთის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიპყრო დელიდან ჯაიპურამდე.
ანგლო-მარათული ომების დროს 1803 და 1819 წლებში გვალიორის მმართველებმა დაკარგეს თავიანთი მიწების ნაწილი. 1780 და 1843 წლებში ინგლისელებმა შტურმით აიღეს თვით გვალიორის ციხესიმაგრე. სიფაების აჯანყების დროს რაჯამ შეინარჩუნა ბრიტანეთის გვირგვინისადმი ერთგულება, მხოლოდ მისი ჯარისკაცები აჯანყდნენ. ბრიტანულმა შენაერთებმა კვლავ დაიპყრეს ციხესიმაგრე, თუმცა 1886 წლის მოლაპარაკებით ჯარი გადაიყვანეს ჯანსში.
ძირითადი ღირსშესანიშნაობები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.