From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანიის ცენტრისტული პარტია (გერმ. Deutsche Zentrumspartei) — გერმანიის პოლიტიკური პარტია, იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტია გერმანიის იმპერიასა და ვაიმარის რესპუბლიკაში. ის გამოხატავდა გერმანიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილის ინტერესებს. წმინდა საყდარსა და გერმანიას შორის გაფორმებული კონკორდატის პირობების თანახმად მოხდა პარტიის თვითლიკვიდაცია 1933 წელს.
Deutsche Zentrumspartei გერმანიის ცენტრისტული პარტია | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | ალოიზ დეგლერი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 13 დეკემბერი, 1870 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ქრისტიან-დემოკრატია, კონსერვატიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპული ქრისტიანული პოლიტიკური მოძრაობა |
შტაბ-ბინა | დორმაგენი, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია |
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პარტია თავიდან დაარსდა, თუმცა ვეღარ დაიბრუნა ძველი მნიშვნელობა, რადგან წევრთა უმრავლესობა ახლადდაარსებულ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს შეუერთდა. ცენტრისტული პარტია წარმოდგენილი იყო გერმანიის პარლამენტში 1957 წლამდე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.