Remove ads

უილიამ ჰენრი „ბილ“ გეიტსი (ინგლ. William Henry "Bill" Gates III; 28 ოქტომბერი, 1955, სიეტლი, აშშ) — ამერიკელი ბიზნესმენი, ფილანტროპი, ინვესტორი და კომპიუტერული პროგრამისიტი[2], კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი. ბილ გეიტსი მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება, მისი პირადი კაპიტალი ფორბსისის 2019 წლისთვის შეადგენდა 96.5 მილიარდ აშშ დოლარს.[1] Microsoft-ის წლიური შემოსავალი 2019 წლისთვის იყო 125.8 მილიარდი დოლარი;[3] დასაქმებულია 144,106 ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით.[4]

სწრაფი ფაქტები ბილ გეიტსი Bill Gates, დაბადების სახელი ...
ბილ გეიტსი
Bill Gates
Thumb
დაბადების სახელი ვილიამ ჰენრი გეიტს III
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1955 (1955-10-28) (69 წლის)
სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ
რეზიდენცია მედინა, ვაშინგტონი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი (გამოეთიშა)
საქმიანობა Microsoft-ის ტექნოლოგიური მრჩეველი
ბილ და მელინდა გეიტსის ფონდის თანათავმჯდომარე
Cascade Investment-ის აღ.დირექტორი
Corbis-ის თავმჯდომარე
აქტიური 1975-დან დღემდე
მეუღლე(ები) მელინდა გეიტსი (1994-დან)
შვილ(ებ)ი 3
მშობლები მამა: უილიამ ჰენრი გეიტსი II
დედა: მერი მაქსველ გეიტსი
ჯილდოები
ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი-კომანდორი
სუფთა მოგება 96.5 მილიარდი აშშ დოლარი (2019)[1]
საიტი the Gates Notes
ხელმოწერა Thumb
დახურვა
Remove ads

ადრეული წლები

ბილ გეიტსი თავის ორ დასთან ერთად ქალაქ სიეტლში გაიზარდა. მამამისი, უილიამ გეიტს II, იყო სიეტლის რწმუნებული, ხოლო დედა, მერი გეიტსი — სკოლის მასწავლებელი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მმართველთა წევრი. გეიტსის წინაპრები იყვნენ ინგლისური, გერმანული და ირლანდიული წარმომავლობის[5][6].

ბილ გეიტსმა ინტერესი კომპიუტერის მიმართ 13 წლის ასაკში გამოამჟღავნა.

1973 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა[7], მაგრამ ძალიან მალე დატოვა სასწავლებელი და 1975 წელს თავის მეგობარ პოლ ალენთან ერთად დააარსა კომპანია „Microsoft“, რომელიც იქცა პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიად მსოფლიოში. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, ოფისებსა და სახლებში.

თავის კარიერის განმავლობაში, გეიტსი კომპანიაში იკავებდა თავმჯდომარის, აღმასრულებელი დირექტორისა და მთავარი პროგრამული არქიტექტორის თანამდებობებს და იყო ყველაზე დიდი აუქციონერი 2014 წლის მაისამდე[8]

გეიტსის ხელმძღვანელობის პირობებში „Microsoft“ ყოველთვის მიისწრაფის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რათა უფრო ადვილი გახდეს საზოგადოებისათვის მისი გამოყენება.

1999 წელს ბილ გეიტსმა დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, გადაწყვიტოს პრობლემები ახლებური მეთოდით. წიგნი 25 ენაზე, 60 ქვეყანაში გამოიცა.

Remove ads

Windows

პირველი Microsoft Windows-ის ვერსია გამოვიდა 1985 წლის 20 ნოემბერს, ხოლო აგვისტოში Microsoft დაუკავშირდა კომპანია IBM-ს, რომლის მიზანი იყო ახალი ოპერაციული სისტემის, სახელწოდებით OS/2-ის შექმნა. მიუხედავად იმას, რომ მათ წარმატებით შექმნეს ახალი სისტემის პირველი ვერსია, აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია ურთიერთობის გაუარესება.

პირადი ცხოვრება

1994 წლის 1 იანვარს მან მელინდა ფრენჩზე იქორწინა; ჰყავთ სამი შვილი.

ბილ გეიტსი და მისი მეუღლე, ასევე დაკავებულები არიან ქველმოქმედებით, მათ 2005 წელს 28.8 მილიარდი დოლარი გადარიცხეს მსოფლიოს ჯანმრთელობისა და განათლების ფონდში.

გეიტსი გატაცებულია სხვადასხვა ანტიკვარული ნივთების შეძენით. 1994 წელს, აუქციონზე, $30.8 მილიონად შეიძინა ლესტერის კოდექსი, ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერების კოლექცია.[9]. მას ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. იგი, ასევე გატაცებული არის გოლფისა და ტენისის თამაშით[10].

ხანდახან გეიტსი საკუთარ სახლში აწყობს სადილებს. სადილზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დათანხმდება გადაიხადოს 1 000 000 დოლარი მოსაწვევში. მთელი შეგროვილი თანხა კი დიუკის უნივერსიტეტში ირიცხება, სადაც მისი მეუღლე, მელინდა ფრენჩი სწავლობდა.

Remove ads

ლიტერატურა

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Remove ads

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads