From Wikipedia, the free encyclopedia
გარნისის ბრძოლა — ბრძოლა სომხეთის მეფე მითრიდატე იბერიელსა და მის ძმისწულ რადამისტს (ქართლის მეფის ფარსმან I - ის ძე) შორის. მიმდინარეობდა 52–53 წლებში ფარსმან პირველმა, რომელსაც ეშინოდა, რადამისტი მეფობაში არ შესცილებოდა, წააქეზა შვილი, საკუთარ ბიძის — მითრიდატეს სამეფოს დაპატრონებოდა. რადამისტი იბერიის ჯარით სომხეთში შეიჭრა და ალყა შემოარტყა გარნისის ციხეს, რომელშიც მითრიდატე და მასთან მყოფი რომაული რაზმი იყო ჩაკეტილი. რომაელთა სარდალმა პრეფექტმა ცელიუს პილონმა, რომელიც რადამისტმა მოისყიდა, მითრიდატეს ჩააგონა, ძმისწულს დანებებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რადამისტმა ბიძას უვნებლობა აღუთქვა, მისი ბრძანებით მითრიდატე და მისი ვაჟები დახოცეს. რადამისტი მოკლე დროით სომხეთის მეფე გახდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.