From Wikipedia, the free encyclopedia
გარიფჩე (თურქ. Garipçe) — სოფელი სტამბოლის პროვინციის სარიერის რაიონში, თურქეთი.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
გარიფჩე | |
ქვეყანა | თურქეთი |
კოორდინატები | 41°12′52″ ჩ. გ. 29°06′30″ ა. გ. |
მოსახლეობა |
512 (2013)[1] , 575 (2014)[1] , 642 (2015)[1] , 477 (2016)[1] , 393 (2017)[1] , 387 (2018)[1] , 390 (2019)[1] , 397 (2020)[1] , 395 (2021)[1] , 391 (2022)[1] , 380 (2023)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 0-212 და 212[2] |
საფოსტო ინდექსი | 34450[3] |
საავტომობილო კოდი | 34[4] |
სოფელი გარიფჩე მდებარეობს ბოსფორის სრუტესა და შავ ზღვას შორის მოქცეულ ბორცვზე, ბოსფორის ევროპული სანაპიროს ჩრდილოეთით, სოფელ რუმელიფენერის სამხრეთით. გარიფჩეს მოპირდაპირე მხარეს, სტამბოლის პროვინციის ბეიქოზის რაიონში მდებარეობს სოფელი ფოირაზქოი. სოფელი გარიფჩე გამოცხადებულია დაცულ ტერიტორიად.[5] სოფელი პოპულარული გახდა 2016 წელს აშენებული სულთან სელიმ იავუზის ხიდის მეშვეობით, რომელიც გადის ბოსფორზე გარიფჩესა და ფოირაზქოის შორის.[6][7]
სოფლის სამხრეთით დგას გენუელების მიერ 550 წლის წინათ აგებული, ამჟამად დანგრეული კოშკი, რომელიც გადაჰყურებს ბოსფორის სრუტესა და შავ ზღვას.[5][8]
გარიფჩე არის მეთევზეთა დასახლება, რომელიც პოპულარულია თევზის რესტორნებით. სოფელში მუდმივი მაცხოვრებლები არ არიან.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.