From Wikipedia, the free encyclopedia
განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი (GDU, აზერ. Gəncə Dövlət Universiteti) — საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში მდებარეობს. განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურად აკრედიტირებულია აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ. უნივერსიტეტი საშუალო ზომისაა. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სხვადაწხვა სფეროში საბაკალავრო, სმაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. უივერსიტეტში მოსახვედრად გამოცდების ჩაბარებაა საჭირო. უნივერსიტეტში 20 დოქტორი და პროფესორი, 156 სადოქტორო კანდიდატი და ასოცირებული პროფესორი, 150 ასისტენტ-პროფესორი და ლექტორი მუშაობს. განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტში 26 დეპარტამენტი ფუნქციონირებს. უნივერსიტეტს აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერების რამდენიმე ოთახი და ლაბორატორია. ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტს მე-19, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 8547-ე ადგილი უკავია.[1]
Gəncə Dövlət Pedaqoji İnstitutu | |
---|---|
დაფუძნდა | 1938 |
ატარებს სახელს | ჰასან ზარდაბი |
ტიპი | უნივერსიტეტი |
სტუდენტი | 5 237 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
http://www.gsu.az/ |
აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს 1938 წლის 14 აპრილის რეზოლუციით, განჯაში ნადეჟდა კრუპსკაიას სახელობის ორწლიანი პედაგოგიური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. სივრცის ნაკლებობის გამო, კოლეჯი გორკის სკოლის მესამე სართულზე განთავსდა. ინსტიტუტის პირველი ორი დეპარტამენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ფიზიკისია და მათემატიკის დეპარტამენტები იყო. თავდაპირველად ინსტიტუტში 23 მასწავლებელი ასწავლიდა. 1938 წლის 1 ოქტომბერს პირველ კლასში 244 სტუდენტი ჩაირიცხა.
1939 წელს ინსტიტუტში აზერბაიჯანული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის დეპარტამენტი შეიქმნა. 1943 წლის 1 სექტემბერს ორწლიანი კოლეჯი გაუქმდა და მის საფუძველზე კიროვაბადის (განჯის) სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. ინსტიტუტს აზერბაიჯანელი მეცნიერისა და პუბლიცისტის, ჰასან ბეი ზარდაბის სახელი ეწოდა.
2000 წლის 13 ივნისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ინსტიტუტს განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდა. დღეისთვის უნივერსიტეტში 8 ფაკულტეტი და 10 ოფისი ფუნქციონირებს. უნივერსიტეტს აქვს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტში 8 ფაკულტეტია: მათემატიკისა და ინფორმატიკის, ფიზიკისა და ტექნიკური საგნების, ბიოლოგიისა და ქიმიის, ფილოლოგიის, ისტორიისა და გეოგრაფიის, უცხო ენათა, პედაგოგიკისა და ეკონომიკისა და მენეჯმენტის.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შემდეგი პროგრამები: მათემატიკა (საბაკალავრო, 4 წელი); მათემატიკური ინფორმატიტა (საბაკალავრო, 4 წელი); მათემატიკური ფიზიკა (საბაკალავრო; 4 წელი); ფიზიკა (საბაკალავრო; 4 წელი); პროფესიული განათლება (უმაღლესი განათლების, 5 წელი); გეოგრაფია (საბაკალავრო; 4 წელი); ეკონომიკა (საბაკალავრო, 4 წელი); ისტორია (საბაკალავრო, 4 წელი); აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა (საბაკალავრო, 4 წელი); ინგლისური (საბაკალავრო, 4 წელი); ფრანგული (საბაკალავრო, 4 წელი); რუსული (საბაკალავრო, 4 წელი); ბიოლოგია (საბაკალავრო, 4 წელი); ქიმია(საბაკალავრო, 4 წელი); ქიმია-ბიოლოგია (საბაკალავრო, 4 წელი); პედაგოგიკა და ელემენტარული განათლება (უმაღლესი განათლება, 5 წელი); პედაგოგიკა და ფიზიოლოგია (უმაღლესი განათლება, 5 წელი); სკოლამდელი საგანმანათლებლო ფიზიოლოგია და პედაგოგიკა (უმაღლესი განათლება, 5 წელი); მუსიკალური განათლება (უმაღლესი განათლება, 5 წელი); სამხატვრო ხელოვნება (უმაღლესი განათლება, 5 წელი); საბაზისო სამხედრო და ფიზიკური აღზრდა (უმაღლესი განათლება, 5 წელი).
განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ორგანიზაციასთან, მათ შორის: ორგანიზაციასთან DAAD გერმანიაში, საფრანგეთის საელჩოს კულტურის დეპრტამენტთან, გერმანიის რესპუბლიკის საელჩოსთან, ევროპულ ენათა ტრენინგ-ცენტრის პროგრამსთან „Tasis“, ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტთან და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტთან. უკანასკნელ ათწლეულში განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში.[2]
განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო უნივერსიტეტია. უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი ქალაქ განჯაში მდებარეობს, სადაც უნივერსიტეტის რექტორატი, ცენტრალური ბიბლიოთეკა და მთავარი ობიექტებია განლაგებული. უნივერსიტეტს 3 შენობა, ბიბლიოთეკა, სავარჯიშო დარბაზი და სიანფორმაციო ცენტრი აქვს. ამჟამად უნივერსიტეტში 3400 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში ასწავლის 170 მეცნიერებათა კანდიდატი, 400 უფროსი მასწავლებელი და ინსტრუქტორი და 15 მეცნიერებათა დოქტორი.[3]
განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის კავკასიის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.