განჯისკარი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
„განჯისკარი“ (ციხის კარი, კარის კარი) — ქალაქ თბილისის ერთ-ერთი ისტორიული კარიბჭე, საიდანაც გზა ქ. განჯისკენ მიემართებოდა.
ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით განჯისკარი მდებარეობდა დღევანდელი თბილისის ბოტანიკური ბაღის შესასვლელში, წავკისისყალზე გადებულ ხიდთან, გალავნის სამხრეთის კედელში, ისე, როგორც ეს რუკაზეა მოცემული. მისგან გამოსული გზა მიემართებოდა როგორც აღმოსავლეთით ასევე სამხრეთისკენაც და სახელიც გზის მიმართულებიდან გამომდინარე ერქვა. ეს იყო ადგილი სადაც ხდებოდა საბაჟო გადასახადის აკრეფაც. „კარის კარი“ ჯერ კიდევ IX საუკუნეში მოღვაწე არაბ ისტორიკოს ტაბარის აქვს ნახსენები, როგორც თბილისის ერთ-ერთი კარი (კარი – ყარსის ძველი სახელია). განჯის კარის სახელწოდებას რაც შეეხება – ისტორიულ წყაროებში ჩნდება ჯალალ-ედ-დინის მიერ თბილისის ალყის აღწერისას. აქვე მიუთითებს მის მდებარეობას ვახუშტი და ყველა სხვა ავტორი. ამ კარს ზოგჯერ განძის კარს, კარის კარს და ციხის კარსაც უწოდებდნენ.
ძველი თბილისის ცნობილი მკვლევარი, თბილისის საპატიო მოქალაქე თეიმურაზ ბერიძე აღნიშნავს რომ:
განჯის კარის, როგორც ძველი თბილისის ერთ-ერთი კარის მდებარეობა, ყველა ისტორიულ წყაროსა თუ კარტოგრაფიულ მასალაში ამ ადგილზეა წარმოდგენილი და ეს თბილისის მკვლევრებში ეჭვს არასდროს იწვევდა.
IX-XIII საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი ძველი თბილისის გალავანთან. მდებარეობდა სეიდაბადის (ხარფუხი) სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბოლოში, დღევანდელი ბალნეოლოგიური კურორტისა და სამასი არაგველის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, სადაც შემორჩენილია ძველი გალავნის ნანგრევები. ეს ადგილი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია.
ამ ადგილას, 1948-1949 წლებში ჯერ აკადემიკოს ო. ჯაფარიძის, შემდეგ კი გ. ლომთათიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა IX-XIII საუკუნებში მოქმედი დიდი კერამიკული საწარმო, სადაც თიხის მაღალხარისხოვან, ძირითადად, მოხატულ და მოჭიქულ ჭურჭელს ამზადებდნენ. გაითხარა ჭურჭლის გამოსაწვავი ქურები, ხელსაწყოები, თონეები, ნახეს დიდძალი წუნდებული და დამტვრეული ნაწარმი, მონეტები და სხვ. სავარაუდოდ, აქ მინის საწარმოც არსებულა.
„განჯისკარი“ – ამ ადგილს, როგორც არქეოლოგიური გათხრის ადგილს, არქეოლოგიური ჯგუფის წევრების მიერ პირობით 1948 წელს ეწოდა, რადგან განჯისკენ მიმავალ გზასთან იყო ახლოს და თანაც არ იყო სასურველი ამ ადგილებში ახალი უცხოენოვანი სახელების დამკვიდრება. მაგრამ, რადგან აქ არსებულ ძველ კედელში კარი არსად ჩანდა და არცერთ ისტორიულ წყაროსა თუ კარტოგრაფიულ მასალაში არ მოიხსენიებოდა აქ კარის არსებობა, ამ ადგილის „განჯისკარად“ წოდება, თუნდაც პირობით, სწორი არ იყო. ამას შემდეგ გიორგი ლომთათიძეც აღნიშნავდა თავის ნაშრომში და თვლიდა, რომ აქ სახელწოდება „განჯისკარი“ არ უნდა დამკვიდრებულიყო, რადგან ეს მომავალში გაუგებრობას გამოიწვევდა.
განჯის კარი – როგორც ძველი თბილისის კარი, ყველასათვის ცნობილი იყო სადაც მდებარეობდა, ის გალავნის სამხრეთ ზღუდეში იყო დატანებული, ბოტანიკურ ბაღის შესასვლელთან, ეს ისტორიკოსებში ეჭვს არასდროს იწვევდა, რადგან ყველა ისტორიულ წყაროში და კარტოგრაფიულ დოკუმენტში ასეა მოცემული.
ძველ კედელთან არსებული არქეოლოგიური გათხრის ადგილას აღმოჩენილი საგნებიდან განსაკუთრებით საინტერესოა XIII საუკუნის თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი 5 ქურა და თიხის ნივთები: გამოსაწვავი ნივთების ჩამოსაკიდებელი სოლები და კავები, ჯამებს შორის დასაწყობი სამფეხები, აგრეთვე ბევრი გადანაყარი და წუნი. ჩანს, სახელოსნოში უმთავრესად მოჭიქულ კერამიკას ამზადებდნენ (დოქები, ფრინველთა გამოსახულებითა და მცენარეული ორნამენტით შემკული მოჭიქული ჯამები და სხვა). ნაკეთობათა ზედაპირს მოჭიქვამდე თეთრი ან მოვარდისფრო ანგობით ფარავდნენ. ჭურჭლის შესამკობად სხვა ხერხებსაც მიმართავდნენ, მაგ., მოჭიქვამდე ერთი ან სხვადასხვა ფერის საღებავით მოხატავდნენ ან ზედ გეომეტრიულ თუ მცენარეულ ორნამენტებს ამოკაწრავდნენ და სხვა.
გათხრებით მოპოვებული ჭურჭელი და მონეტები ცხადყოფს, რომ კერამიკული სახელოსნო განადგურდა თემურლენგის პირველი შემოსევის დროს, 1386 წლის 26 ნოემბერს.
აქ აღმოჩენილი მონეტების მიხედვით მეთუნეთა სახელოსნო XIII საუკუნის 30-იან წლებში უნდა იყოს დანგრეული. „განჯისკარის“ სახელოსნო უბანი IX-XIII საუკუნეებში თბილისის საქალაქო მეურნეობის ერთ-ერთი ნაწილი იყო.
თემურლენგის შემოსევის შემდეგ ამ მიდამოში არც სახელოსნოებისა და არც დასახლების კვალი არ ჩანს.
კარგი იქნება თუ ამ მიდამოს და კედელს ამ ადგილისათვის შესაფერისი, ისტორიულად გამართლებული სახელი დაერქმევა. ეს დედაქალაქის წარსულის ცოდნაში თავიდან აგვაშორებს გაუგებრობას.
განჯის კარი კი, როგორც ითქვა თბილისის ძველი კარი ბოტანიკური ბაღის შესასვლელთანაა, ქალაქის სამხრეთის ზღუდეში, ამ ადგილიდან მოშორებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.