From Wikipedia, the free encyclopedia
გამაწბილებელი სასჯელი, დამნაშავის სახალხოდ შემარცხვენელი დასჯითი ღონისძიება ექსპლუატატორულ საზოგადოებაში. ასეთი სასჯელის ძირითადი მიზანია დამნაშავის ზნეობრივი დამცირება, მისი პატივისა და ღირსების შებრალვა (ფიზიკური ტანჯვას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება). ფართოდ იყო გავრცელებული ძველ დროსა და შუა საუკუნეებში.
გამაწბილებელი სასჯელის ყველაზე ცნობილი სახეებია: სამარცხვინო ბოძთან დაყენება, ყველაზე გამობმული საბლით ქუჩა-ქუჩა ტარება, გაპარსვა, საჯაროდ სილის გარტყმა, ვირზე შესმა, მამაკაცის ქალის სამოსში გამოწყობა („სადედოთა შთაცუმა“). ფეოდალურ საქართველოში მძიმე საუპატიო სასჯელად ითვლებოდა სამხედრო და რაინდობის უფლების ჩამორთმევა — ლაშქართა შიგან არშეშვება. ქართველ მეფეებს მოღალატის მიმართ ასეთი გამაწბილებელი სასჯელი ჰქონდათ დაწესებული: დამნაშავეს თავზე ნაცარი უნდა დაეყარა და საჯაროდ ეთქვა:„ესემცა არს მისაგებელი ორგულთა მეფეთასა“. გამაწბილებელი სასჯელს მიმართავდნენ როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელადაც. გაბატონებული კლასის წარმომადგენლებს შეეძლოთ ფულადი ჯარიმის გადახდით თავიდან აეცილებინათ გამაწბილებელი სასჯელი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.