From Wikipedia, the free encyclopedia
ბრეცელი, ანუ კრენდელი — გერმანიაში და საერთოდ, ევროპის ყოფილ და დღევანდელ გერმანულენოვან ქვეყნებში გავრცელებული ერთ-ერთი პურ-ფუნთუშეული პროდუქტი.
თანამედროვე სალიტერატურო გერმანულ ენაზე ეს სიტყვა მიეკუთვნება მდედრობით სქესს, ანუ იტყვიან die Brezel, -, -n, ხოლო ავსტრიაში ამავე სიტყვას საშუალო სქესის არტიკლის თანხლებით გამოიყენებენ.
დღევანდელი გერმანიის სამხრეთ ნაწილში, სადაც კრენდელი ყველაზე მეტად არის გავრცელებული, საერთო ფუძის სხვადასხვა სიტყვაფორმებით ახსენებენ; Bretzel, Brezl, Breze.
ბავარიასა და ავსტრიაში ბრეცელს ფორმა Brezn-ით აღნიშნავენ, შვაბეთში შეხვდებით ასევე ფორმებს Bretzet-სა და Bretzga-ს, ხოლო ბადურ-ალმანურ დიალექტში კი უფრო სიტყვა Bretschl-ს გამოიყენებენ.
ქართულ ლექსიკოგრაფიაში ამ პროდუქტს აღნიშნავენ ფორმით „კრენდელი“, თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო მეტად ფორმა ბრეცელი არის გამოყენებაში.
ბრეცელი გახლართულ-წნული მომრგვალო ფორმისაა და სიდიდით სხვადასხვა ზომისას აცხობენ. დღესდღეობით გავრცელებული არის ძირითადად მარილიანი გემოსი, მაგრამ აგრეთვე არსებობს ტკბილი ბრეცელიც. მარილიანი ბრეცელის ცომს მწვავე ნატრის ტუტე ხსნარში ჩააწებენ-ხოლმე. მარილიანი, ან ტკბილი ბრეცელის გამოცხობამდე ფუნთუშის ცომს ბლომად წააყრიან მარილს, ან შაქარს.
ტრადიციული ბრეცელის დასაცხობად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები;
ზოგიერთ რეგიონში ამატებენ ცხიმს, ძირითადად ღორის გადამდნარი ქონისა. გარდა პურის ფქვილისა, არსებობს აგრეთვე ღერღილის, ასლის, ანდა ნარევი ფქვილისაგან გამომცხვარი ბრეცელის სხვადასხვა ვარიაციებიც. ტუტეში ამოვლებულ ცომზე წასაყრელად მეფუნთუშე ხშირად იყენებს მსხვილად დაფქულ მარილს, ანდა სეზამის თესლს.
ბრეცელს სულ რამდენიმე წამით ნატრის ტუტეში (E 524), ანუ ცივ ნატრიუმჰიდროქსიდის ხსნარში ამოავლებენ. აქ, ცივ ნატრიუმჰიდროქსიდის ხსნარში იგულისხმება 3-დან მაქსიმუმ 5%-მდე წყალში გახსნილი ნატრიუმჰიდროქსიდი და წყლის მაჩვენებელი კი ≈ pH–14-15 არ უნდა აღემატებოდეს.) ამის შედეგად ეს ტუტისეული ფუნთუშა ცხობის პროცესშივე ყავისფერსა და თავისებურ „საპნის“ გემოს დაიკრავს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.