From Wikipedia, the free encyclopedia
ბნელტევრი (ინგლ. Mirkwood) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ორი სხვადასხვა ტყის სახელწოდება.
პირველად „ბნელტევრი“ პირველ ეპოქაში ერქვა დორთონიონის, ბელერიანდის ჩრდილოეთით მთებში მდებარე ტყეს - მას ასე ეწოდა მას შემდეგ, რაც მორგოთი გაბატონდა.
უფრო ცნობილია ველურმიწეთის ტერიტორიაზე, ანდუინის აღმოსავლეთით მდებარე ტყე. სახელწოდება „ბნელტევრი“ მან შეიძინა მესამე ეპოქაში, როდესაც ნეკრომანტის მიერ იქნა დაპყრობილი. მანამდე ადგილს ეწოდებოდა „დიდი ტყემწვანე“. ეს ტყე ფიგურირებს რომანში „ჰობიტი“ და ფილმში „ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი“.
სიტყვა Mirkwood აღებულია უილიამ მორისის შემოქმედებიდან. იგი შთაგონებულია სკანდინავიურ მითოლოგიაში ნახსენები მიურკვიდით. ძველ ინგლისურად იგი ტოლკინის „დაკარგულ გზაში“ ჩნდება „Myrcwudu“-ს, ელფუინის მიერ ნამღერი ლექსის სახით.[1] „Mirkwood“ აგრეთვე ჩნდება „ართურის დაცემაში“.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.