ბიჭვინთის ყურე

From Wikipedia, the free encyclopedia

ბიჭვინთის ყურე
Remove ads

ბიჭვინთის ყურე — ყურე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ბზიფის შესართავთან.[1] სოხუმისა და ბათუმის ყურეებთან ერთად წარმოადგენს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უდიდეს ყურეს. მოქცეულია კავკასიური რივიერის ფარგლებში.[2]

სწრაფი ფაქტები ბიჭვინთის ყურე, კოორდინატები ...
Remove ads

ბიჭვინთის ყურის დასავლეთ ნაწილში ზღვის სიღრმე 50 მ აღწევს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 მ. ყურეს დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ეკვრის ბიჭვინთის კონცხი ფართო პლაჟით, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — მიუსერის მაღლობი, რომელიც ზღვაში ციცაბოდ ეშვება.[3]

ერთვის რამდენიმე მდინარე, რომელთაგან მნიშვნელოვანია რიაფში. ფსკერი ლამიანია, აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება წყალქვეშა ქვები. დასავლეთიდან აკრავს ბიჭვინთის ნაკრძალი, ხოლო აღმოსავლეთიდან მიუსერის ნაკრძალი. სანაპიროზე გაშენებულია დაბა ბიჭვინთა. XX საუკუნის დასაწყისში დელფინების რეწვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო.[4]

Remove ads

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads