ბილი აილიში
ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ბილი აილიშ პაირატ ბერდ ო’კონელი (ინგლ. Billie Eilish Pirate Baird O'Connell; /ˈaɪlɪʃ/;[1] დ. 18 დეკემბერი, 2001) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი და მოცეკვავე. აღიარება მოიპოვა 2016 წელს SoundCloud-ზე გამოცემული სადებიუტო სინგლით „ocean eyes“. 2019 წელს გამოსული მისი სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა.
Remove ads
Remove ads
ცხოვრება და კარიერა
ადრეული დასაწყისი
ბილი აილიში დაიბადა და გაიზარდა ლოს-ანჯელესში, მუსიკოსების და მსახიობების ოჯახში.[2][3][4][5] მისი მშობლები, მეგი ბერდი და პატრიკ ო’კონელი პროფესიით მსახიობები, სცენარისტები და მუსიკოსები არიან;[6][7][8] მას შოტლანდიური და ირალანდიური წარმომავლობა აქვს.[9] განათლებას იღებდა სახლში, რვა წლის ასაკში კი ლოს-ანჯელესის ბავშვთა გუნდში გაწევრიანდა. თერთმეტი წლის იყო საკუთარი სიმღერების წერა რომ დაიწყო ძმასთან, ფინიას ო’კონელთნ ერთად, რომელსაც ამ საქმეში კარგი გამოცდილება გააჩნდა, რადგანაც საკუთრ ბენდთან ერთად წერდა და აქვეყნებდა სიმღერებს.[10] 2015 წლის ოქტომბერში, ჩაწერა სიმღერა „Ocean Eyes“ და საკუთარ ქორეოგრაფთან ერთდ დადგა ცეკვა.[11]
2016 წელს SoundCloud-ზე გამოქვეყნდა აილიშის სადებიუტო სინგლი „Ocean Eyes“. ხოლო სინგლის მუსიკალური ვიდეო — 2016 წლის 24 მარტს. იმავე წელს გამოიცა მისი შემდეგი სინგლი, „Six Feet Under“[12] 2017 წლის 14 იანვარს გამოაქვეყნა EP, რომელშიც „Ocean Eyes“ სამი რემიქსი შევიდა[13]
2016–2017: წარმატება და Don't Smile at Me
„Ocean Eyes“-ის რემიქსული ვერსიების წარმატების შემდეგ, 2017 წლის 24 თებერვალს აილიშმა გამოაქვეყნა მომდევნო სინგლი „Bellyache“,[14] რომელიც დაიწერა ფინეას ო’კონელისთან ერთად, ხოლო ვიდეო გამოქვეყნდა 2017 წლის 22 მარტს. იმავე წლის 30 მარტს ჩაწერა სიმღერა „bored“ Netflix-ის ტელესერიალისთვის „13 მიზეზი“[15] 2017 წლის 30 ივნისს აილიშმა გამოუშვა სინგლი „Watch“[16] 2017 წლის 11 ივლისს, „Copycat“-ის გამოცემის შემდეგ დაანონსდა მისი სადებიუტო EP Don't Smile at Me, რომელიც გამოვიდა 2017 წლის 21 აგვისტოს.[17] ალბომი გამოსვლიდან მალე, აილიშმა ჩაწერა დუეტი ამერიკელ რეპერ Vince Staples-თან.
2018 — When We All Fall Asleep, Where Do We Go
2018 წლის თებერვალში აილიშმა დაიწყო Where's My Mind ტური, რომელიც დასრულდა იმავე წლის აპრილში.[18] 2018 წლის Record Store Day-სთვის აილიშმა გამოსცა სიმღერის „Party Favor“ და ამერიკელი რეპერის დრეიკის „Hotline Bling“-ის აკუსტიკური ვერსია.[19] მან ასევე ჩაწერა დუეტი ამერიკელ რეპერ Khalid-თან სახელწოდებით „Lovely“, რომელიც 2018 წლის აპრილში გამოვიდა და გამოყენებული იქნა საუნდტრეკად სერიალის „13 მიზეზი“ მეორე სეზონისთვის.[20] შემდგომში გამოვიდა სინგლები „Bitches Broken Hearts“ და „You Should See Me in a Crown“.[21] 2018 წლის ოქტომბერში მან კიდევ ერთი სინგლი „When the Party's Over“ გამოაქვეყნა.[22][23]
2019 წლის 29 მარტს გამოვიდა ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go. იმავე წლის 13 აპრილს აილიშმა დაიწყო ტურნე „When We All Fall Asleep Tour“.[24]
Remove ads
პირადი ცხოვრება

2018 წლის 27 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, სადაც აილიში ავლენდა სიმპტომებს, რომელიც შეესაბამებოდა ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომს, მან აღიარა, რომ ეს სინდრომი მართლაც წარმოადგენდა მისი ცხოვრების ნაწილს.[25][26]
დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
- When We All Fall Asleep, Where Do We Go? (2019)
- Happier Than Ever (2021)
- Hit Me Hard and Soft (2024)
რესურსები ინტერნეტში
- ბილი აილიში Instagram-ზე
- ვიდეო YouTube-ზე
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads