ბერინგის მყინვარი (ინგლ. Bering Glacier) — ხეობის ტიპის მყინვარი ალასკაზე. იწყება ჩუგაჩისა და წმინდა ილიას მთებში, ბეგლის ყინულოვანი ველიდან. ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი მყინვარია. სიგრძე 190 კმ, ფართობი 5175 კმ². მყინვარიდან გამოედინება რამდენიმე მდინარე. მყინვარი გამოდის ალასკის ყურის სანაპიროს დაბლობზე, სადაც ქმნის ყინულის მთისძირა ფრთას, რომლის სიგრძეა 80 კმ, ხოლო სიგანე 43 კმ. მყინვარის ფრონტის დაახლოებით 10 % მთავრდება ტბებში. 1960-იან წლებში მოხდა მყინვარის დაძვრა, რომლის შედეგად მისი ბოლო წინ წაიწია 1200 მ-ით, ხოლო ფართობი გაიზარდა 52 კმ²-ით. სახელი ეწოდა ცნობილი ზღვაოსნის ვიტუს ბერინგის პატივსაცემად.
Bering Glacier | |
ბერინგის მყინვარი | |
კოორდინატები: 60°18′08″ ჩ. გ. 143°25′11″ დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
ფართობი | 5175 კმ² |
სიგრძე | 190 კმ |
ტიპი | ხეობური |
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.