From Wikipedia, the free encyclopedia
ბეისბოლი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ტოკიოში, პირველად იქნება წარმოდგენილი 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ.[1] ტურნირში ექვსი ეროვნული გუნდი იასპარეზებს. ამ ეტაპზე კვალიფიკაცია მიღებული აქვს ისრაელს, იაპონიას (მასპინძელი), მექსიკას, სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს.
ბეისბოლი ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე | |
ადგილი | იოკოჰამის სტადიონი ფუკუშიმის აზუმის ბეისბოლის სტადიონი |
---|---|
თარიღი | 28 ივლისი – 7 აგვისტო, 2021 |
მეტოქეები | 6 |
დისციპლინები | 1 |
ბეისბოლი/სოფტბოლი ერთ-ერთია იმ ხუთი სპორტიდან, რომლებიც მხოლოდ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამას დაემატა. ისინი აღარ დაბრუნდება 2024 წელს.[2]
თავდაპირველად შეჯიბრება უნდა ჩატარებულიყო 2020 წელს, მაგრამ 2020 წლის 24 მარტს, COVID-19-ის პანდემიის გამო, ოლიმპიადა გადაიდო 2021 წლამდე.[3]
ბეისბოლის ოლიმპიურ შეჯიბრებებზე კვალიფიკაციის მიღება შესაძლებელია სულ ექვსი ქვეყნისათვის. სპორტი იმყოფება ბეისბოლისა და სოფტბოლის მსოფლიო კონფედერაციის (ბსმკ) ეგიდის ქვეშ. იაპონიამ, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, ავტომატურად მიიღო კვალიფიკაცია.
ისრაელმა კვალიფიკაცია მიიღო 2019 წლის სექტემბრის ევროპა/აფრიკის კონტინენტურ ტურნირში გამარჯვების შედეგად.
ორმა ნაკრებმა კვალიფიკაცია მიიღო 2019 წლის ნოემბერში ბსმკ პრემიერ12-ის ტურნირის მეშვეობით; სამხრეთმა კორეამ — როგორც საუკეთესო ადგილის დამკავებელმა აზია/ოკეანეთის რეგიონიდან (გარდა იაპონიისა, რომელიც მასპინძლის სახითაა წარმოდგენილი), ხოლო მექსიკამ — როგორც ადგილის დამკავებელმა ამერიკის რეგიონში. შეერთებულმა შტატებმა კვალიფიკაცია მიიღო ამერიკის საკვალიფიკაციო ღონისძიების საშუალებით, რომელიც თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2020 წლის მარტში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო 2021 წლის 31 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში.[4]
2021 წლის ივნისის ბოლოს, მსოფლიოს საბოლოო საკვალიფიკაციო ტურნირში გამოვლინდება ბოლო მონაწილე.[5]
ჯგ | ჯგუფური ეტაპი | ფ | ფინალი |
ოთხ 28 | ხუთ 29 | პარ 30 | შაბ 31 | კვირ 1 | ორშ 2 | სამშ 3 | ოთხ 4 | ხუთ 5 | პარ 6 | შაბ 7 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჯგ | ფ | ფ |
მონაწილე ნაკრებთა მცირე რაოდენობამ გამოიწვია აქამდე უჩვეულო შეჯიბრის ფორმატის მიღება, რომლის მიმდინარეობის დროსაც სულ გაიმართება 16 თამაში. აქ წარმოდგენილი იქნება საწყისი წრიული სისტემის რაუნდი და მოდიფიცირებული ე.წ. ორი წაგების შემდეგ გამოვარდნის სისტემა.[7]
ჯგუფურ რაუნდში წარმოდგენილი იქნება სამ-სამი ნაკრებისაგან შემდგარი ორი ჯგუფი. თითოეული ნაკრები თავისი ჯგუფის დანარჩენ ორ ნაკრებთან ერთხელ ითამაშებს. ჯგუფურ რაუნდში სულ ექვსი თამაში ჩატარდება.
გამოვარდნის რაუნდში, პირველ სამ თამაშში მონაწილეობას მიიღებენ ნაკრებები, რომლებმაც თავ-თავის ჯგუფებში ერთნაირი პოზიციები დაიკავეს (A1 – B1, A2 – B2, A3 – B3). A3-ისა და B3-ის დაპირისპირებაში დამარცხებული შეჯიბრს გამოეთიშება (მხოლოდ ერთი წაგებით). დანარჩენ შემთხვევაში, თამაში გაგრძელდება ორი წაგების შემდეგ გამოვარდნის სისტემით, სანამ გამარჯვებულთა და დამარცხებულთა ჯგუფებში თითო-თითო ნაკრები არ დარჩება. ეს ორი ნაკრები ითამაშებს ოქროს მედლისათვის (ერთი თამაში). წაგებულთა ჯგუფში დარჩენილი ბოლო ორი გუნდი კი დაუპირისპირდება ბრინჯაოს მედლისათვის. საერთო ჯამში, გამოვარდნის რაუნდში 10 თამაში ჩატარდება:
ამრიგად, ჯგუფური თამაშის საუკეთესო ორი გუნდი მეოთხედფინალში დაუპირისპირდება ერთმანეთს და მოგვიანებით შესაძლოა მათ შორის კიდევ ერთი მატჩი ჩატარდეს (ოქროს მედლისათვის თამაშში; თუ გამარჯვებული მოიგებს შემდეგ თამაშს და დამარცხებული მოიგებს შემდეგ ორს).
რაუნდი 1 | რაუნდი 2 | რაუნდი 3 | რაუნდი 4 | |||||||||||
№1 | ||||||||||||||
A3 | ||||||||||||||
№3 | ||||||||||||||
B3 | ||||||||||||||
№2 | ||||||||||||||
A2 | ||||||||||||||
№7 | ||||||||||||||
B2 | ||||||||||||||
№4 | ||||||||||||||
A1 | ||||||||||||||
B1 | ||||||||||||||
№10 (ოქროს მედალი) | ||||||||||||||
№5 | ||||||||||||||
დამარცხებული №2 | ||||||||||||||
№6 | ||||||||||||||
დამარცხებული №3 | ||||||||||||||
დამარცხებული №4 | ||||||||||||||
№8 | ||||||||||||||
დამარცხებული №7 | ||||||||||||||
№9 (ბრინჯაოს მედალი) | ||||||||||||||
დამარცხებული №6 | ||||||||||||||
დამარცხებული №8 | ||||||||||||||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.