Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაჰრამ V[1] გური[2] (დ. 400 — გ. 438, მიდიის რეგიონი) — სასანიდური ირანის მე-15 შაჰინშაჰი 420–438 წლებში, იეზდიგერდ I-ის ვაჟი.
ბაჰრამ V | |
---|---|
ბაჰრამ V ნადირობისას | |
სასანიდური ირანის მე-15 შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 420 |
მმართ. დასასრული: | 438 |
წინამორბედი: | იეზდიგერდ I |
მემკვიდრე: | იეზდიგერდ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 400 |
გარდ. თარიღი: | 438 |
შვილები: | იეზდიგერდ II |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | იეზდიგერდ I |
დედა: | შუშანდუხტი |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
ბაჰრამი აღიზარდა ლახმიდების მმართველთა კარზე და სარგებლობდა მათი მხარდაჭერით. მამამისის გარდაცვალების შემდეგ ჩავიდა ქტესიფონში და სწორედ ლახმიდებისა და მისი მომხრე სპარსელი დიდებულების დახმარებით შეძლო ტახტისათვის მოცილეთა დამარცხება, რის შედეგადაც გახდა სასანიანების შაჰინშაჰი. ბაჰრამის ზეობისას ირანს ხანმოკლე ომის გადახდა მოუწია ეფთალიტებთან, მის მიერ ქრისტიანების დევნის გამო კი 421 წელს აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან მოუხდა საომარი კონფლიქტი, რომელიც 422 წელს სამშვიდობო ზავის დადებით დასრულდა.
ბაჰრამ V ცნობილია თავისი განსაკუთრებული სიყვარულით ნადირობის მიმართ, რის გამოც მას ბაჰრამ გური (სპარს. بهرام گور), იგივე „კანჯარი ბაჰრამი“ უწოდეს. ის სპარსული ლიტერატურული შედევრების ერთ-ერთი ძირითადი ფიგურაა, საკმაოდ ბევრჯერ არის ნახსენები „შაჰნამეში“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.