From Wikipedia, the free encyclopedia
ბაფუსამი (ფრანგ. Bafoussam) — ქალაქი კამერუნის სამხრეთ-დასავლეთში. დასავლეთის რეგიონის და მიფის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2005 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 239 287 ადამიანს[1][2].
ქალაქი | |
---|---|
ბაფუსამი ფრანგ. Bafoussam | |
ქვეყანა | კამერუნი |
რეგიონი | დასავლეთის რეგიონი |
კოორდინატები | 5°28′00″ ჩ. გ. 10°25′00″ ა. გ. |
ფართობი | 402 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1521 მ |
მოსახლეობა | 239 287 კაცი (2005) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ოფიციალური საიტი | bafoussam.fr |
ქალაქი რომის კათოლიკური ეკლესიის ბაფუსამის ეპარქიის ცენტრია.
ქალაქი მდებარეობს კამერუნის სამხრეთ-დასავლეთში, ბამბუტოს მასივის მთებში, ქვეყნის მსხვილი ქალაქისა და პორტის — დუალის ჩრდილო-აღმოსავლეთით[3].
ბაფუსამი ჯერ კიდევ ძველი დროიდან ადგილობრივი ბამილეკეს ხალხის სავაჭრო ცენტრია. მის ბაზრებზე იყიდება ქალაქის შემოგარენში მოყვანილი ყავა, ჩაი, თამბაქო, კაკალი ხეკოლა და ქინაქინის ხის (ლათ. Cínchona) ქერქი, რომლისგანაც შემდგომში ამზადებენ ქინაქინას[3]. ქალაქის შემოგარენში განვითარებულია მეფრინველეობა და მეღორეობა.
ქალაქში ასევე არსებობს მრეწველობის სამშენებლო და სატყეო დარგები. ფუნქციონირებს ბაფუსამის საერთაშორისო აეროპორტი[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.