მარიამ (მარიკა) ბარათაშვილი (დ. 7 აპრილი, 1908, მერევი — გ. 30 დეკემბერი, 2008) — ქართველი პოეტი, დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარათაშვილი.
სწრაფი ფაქტები მარიკა ბარათაშვილი, დაბადების თარიღი ...
დახურვა

ბიოგრაფია

1945 წელს დაამთავრა თსუ-ს დაუსწრებელი პედაგოგიური სექტორის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1965–1991 წლებში ჟურნალ „საქართველოს ქალის“ რედაქტორია. მისი პირველი ლექსი 1936 წელს გამოქვეყნდა, ლექსების პირველი კრებული - 1945 წელს. დიდი პოპულარობა მოიპოვა ბარათაშვილის პიესამ „ჭრიჭინა“ (1950, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), რომელიც დადგა ბევრმა უცხოეთის თეატრმა, ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, იტალიურ, ესპანურ, ჩინურ და სხვა ენებზე. პიესის საფუძველზე გადაიღეს ფილმი ჭრიჭინა. აღსანიშნავია ბარათაშვილის ლექსთა კრებულები: „ლექსები“ (1948), „საპოვნელა“ (1958), „დღე დღევანდელი“ (1969), საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებულები „ნანული“ (1941), „სოფელა, თინა და ჭიანჭველები“ (1949) და სხვა. ჩვენი რესპუბლიკის თეატრების სცენაზე დაიდგა ბარათაშვილის პიესები „ჩემი ყვავილეთი“, „სართულები“, „მაღალი ოცნება“, „რატომ?“, „სიყვარულის წისქვილი“, „ჩქარი მატარებელი“ და სხვა.

ჯილდოები

ბარათაშვილი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, საქართველოს სახელმწიფო, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიები, ღირსების ორდენი.

ლიტერატურა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.