From Wikipedia, the free encyclopedia
ბალამწარა (ლათ. Cerasus silvestris, Prunus avium var.silvestris) — ხე ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 23-25 მ-ს აღწევს. აქვს მოშავო, სიგრძეზე დახეთქილი ქერქი, მოგრძო კვერცხისებრი ან ელიფსური ფოთლები. თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები შეკრებილია მრავალყვავილიან ქოლგა ყვავილედებად; ნაყოფი სფეროსებრია, მუქი წითელი ან შავი, იშვიათად მოყვითალო, მწარე ან მოტკბო გემო აქვს.
ბალამწარა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Cerasus silvestris, Prunus avium var. silvestris | |||||||||||||||||
|
ბალამწარა იზრდება მთელ საქართველოში (ფოთლოვან ტყეებში), აგრეთვე კავკასიის ყველა რაიონში, ყირიმში, შუა ევროპის ქვეყნებში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მცირე აზიასა და ირანში. ბალამწარას მერქანს ხმარობენ სადურგლო და სახარატო საქმეში. თაფლოვანი მცენარეა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.