From Wikipedia, the free encyclopedia
ბაირაღი (ალამი, დროშა) — ტარზე დამაგრებული ქსოვილის ფართო ნაჭერი. სახელმწიფოს, ეკლესიის ან რაიმე ორგანიზაციის სიმბოლო. ეკლესიის წმიდა დროშა, მაცხოვრის, ღვთისმშობლის, განსაკუთრებით პატივდებული წმინდანთა გამოსახულებით. ჩვეულებრივ ინახება მარჯვენა და მარცხენა კლიროსების ახლოს, საიდანაც დიდ დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობის დროს გამოაქვთ. ბაირაღი სიმბოლურად მართლმადიდებლობის ამქვეყნად გამარჯვებას მოასწავებს. ასეთი დროშის მატარებელს ბაირახტარი ჰქვია.
ბაირაღს საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში, ხატობის ან სხვა რამ შემთხვევის დროს, გამოასვენებდნენ ხოლმე ტარზე დამაგრებულ ქსოვილს ერთი დიდი ან რამდენიმე პატარა ნაჭრით, რომელზეც წამოცმული იყო ზანზალაკები. ინახებოდა სალოცავში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.