ბაირამ-ფაშა
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაირამ-ფაშა (თურქ. Bayram Paşa; გ. 26 აგვისტო, 1638, შანლიურფა) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1637-1638 წლებში.
ბაირამ-ფაშა | |
---|---|
Bayram Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 თებერვალი, 1637 |
მმართ. დასასრული: | 26 აგვისტო, 1638 |
წინამორბედი: | თაბანიასი მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | თაიარ მეჰმედ-ფაშა |
სულთანი: | მურად IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დაბ. ადგილი: | ლადიკი, ანატოლია |
გარდ. თარიღი: | 26 აგვისტო, 1638 |
გარდ. ადგილი: | შანლიურფა |
რელიგია: | ისლამი |
ბაირამ-ფაშა დაიბადა სტამბოლში. სხვა მონაცემებით მისი ოჯახი წარმოშობით ამასიიდან იყო. სწავლობდა ენდერუნში, რის შემდეგაც შევიდა იანიჩართა კორპუსში. უპირველეს ყოვლისა კორპუსში აჰყავდათ ქრისტიანი ახალგაზრდები, მაგრამ სულთან მურად III-ის მმართველობის დროს (1574–1595) თურქებისთვის ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეწყოთ სამსახური იანიჩარის კორპუსში. 1625 წელს ბაირამ-ფაშა დანიშნეს ეგვიპტის გუბერნატორად. 1628 წელს გამოიძახეს სტამბოლში და დააწინაურეს ვეზირის თანამდებობაზე.
1635 წელს სტამბოლის კაიმაკამია. 1637 წლის თებერვალში სულთან მურად IV-ის მმართველობისას (1623–1640) ბაირამ-ფაშა დანიშნეს დიდ ვეზირად ოსმალეთის იმპერიაში.
1638 წელს დიდებულმა ვეზირმა ბაირამ-ფაშამ მონაწილეობა ირან-ოსმალეთის ომში. ის იყო გადამწყვეტ ლაშქრობაში თურქ სამხედროებთან ერთად, რომელთაც სათავეში ედგათ თვით სულთანი, მათ ილაშქრეს ბაღდადამდე, იმავე წლის 26 აგვისტოს გარდაიცვალა ურფის მახლობლად.
დაქორწინებული იყო სულთან ოსმან II-ის (1618–1622) დაზე, ჰანზადე სულთანზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.