From Wikipedia, the free encyclopedia
ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა (თურქ. Bayburtlu Kara İbrahim Paşa; დ. 1620, ბაიბურთი — გ. 1687, როდოსი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1683–1685 წლებში, სულთან მეჰმედ IV-ის მმართველობის პერიოდში. დიდი ვეზირის ბეჭედი გადაეცა ოსმალეთის სასტიკი მარცხის შემდეგ ვენაში, 1683 წელს.
ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა | |
---|---|
Bayburtlu Kara İbrahim Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 25 დეკემბერი, 1683 |
მმართ. დასასრული: | 18 ნოემბერი, 1685 |
წინამორბედი: | ქარა მუსტაფა-ფაშა |
მემკვიდრე: | სარი სულეიმან-ფაშა |
მონარქი: | მეჰმედ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1620 |
დაბ. ადგილი: | ბაიბურთი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 1687 |
გარდ. ადგილი: | როდოსი |
რელიგია: | ისლამი |
იბრაჰიმი დაიბადა 1620 წელს, ბაიბურთში. სწორედ მისი წარმოშობის გამო შეერქვა მას ბაიბურთლუ, რაც ბაიბურთელს ნიშნავს. 1669 წელს დაინიშნა ეგვიპტის გამგებლად. ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშამ ეს თანამდებობდა შეინარჩუნა ოთხი წლის განმავლობაში და 1673 წელს დედაქალაქში გამოიძახეს.
1677 წელს იბრაჰიმ-ფაშა დაინიშნა ოსმალეთის იმპერიის საზღვაო ფლოტის მეთაურად, ანუ კაპუდან-ფაშად. ის იმპერიის ფლოტს ხელმძღვანელობდა 1678 წლამდე. 1683 წელს მონაწილეობა მიიღო ჰაბსბურგების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელშიც ოსმალეთის არმია დამარცხდა.
როცა ოსმალეთის იმპერიის არმიამ უკან დაიხია და ბელგრადში იმყოფებოდა, სულთან მეჰმედ IV-მ ბრძანება გასცა, რომ სიკვდილით დაესაჯათ იმპერიის იმდროინდელი დიდი ვეზირი ქარა მუსტაფა-ფაშა. მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ, 25 დეკემბერს ქარა იბრაჰიმ-ფაშა ოფიციალურად გახდა დიდი ვეზირი.
ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშას მმართველობა საკმაოდ ცუდ დროს მოუხდა. მწვავედ მიმდინარეობდა დიდი თურქული ომი ჰაბსბურგების წინააღმდეგ და მანაც საკუთარი მმართველობის ორი წელი სწორედ მათ წინააღმდეგ ბრძოლას მოანდომა. ქარა იბრაჰიმ-ფაშას დიდი ვეზირის ბეჭედი ჩამოართვეს 1685 წლის 18 ნოემბერს, ხოლო მის ნაცვლად დიდ ვეზირად დაინიშნა სარი სულეიმან-ფაშა.
ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა გარდაიცვალა 1687 წელს, კუნძულ როდოსზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.