ბაგრატ I (აფხაზთა მეფე)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ბაგრატ I (გ. 893) — „აფხაზთა სამეფოს“ მეფე (887–893), მეფე დემეტრე II-ის ძე.
Remove ads
გიორგი I-ის სიკვდილის შემდეგ ბაგრატის, როგორც ტახტის მემკვიდრის, წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს ქვრივმა დედოფალმა და იოანე შავლიანმა. ბაგრატ I-მა თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. ბიზანტიის კეისრის დახმარებით ბაგრატ I დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, მოკლა მეფე ადარნასე, ძე იოანე შავლიანისა, ტახტი დაიჭირა და ადარნასეს ქვრივი (გვარამ მამფლის ასული) შეირთო ცოლად. 885 ბაგრატ I-მა ბიზანტიიდან დააბრუნა ცოლისძმა ნასრა და მას ტაო-კლარჯეთის მფლობელთა წინააღმდეგ თავისი ლაშქარი მიაშველა. ბაგრატ I-ის ეს ღონისძიება კლარჯეთში დამკვიდრებას ისახავდა მიზნად, მაგრამ უშედეგოდ დამთავრდა.
Remove ads
ლიტერატურა
- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 127-128.
წინამორბედი: ადარნასე შავლიანი |
აფხაზეთის მეფე 887–893 |
შემდეგი: კონსტანტინე III |
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads