From Wikipedia, the free encyclopedia
ივანე პავლეს ძე ბაბალაშვილი (დ. 2 ნოემბერი, 1906, თბილისი— გ. 2 ოქტომბერი, 1983, იქვე) — ქართველი გენერალ-მაიორი (1945), ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1969).
დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა (1925), მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (დაუსწრებლად, 1941), გენერალური შტაბის აკადემია (1948). მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობაში. 1939–1941 წლებში ცხენოსანი დივიზიის არტილერიის უფროსი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში; ჯერ 47-ე არმიის არტილერიის შტაბის უფროსი იყო, შემდეგ მეთაურობდა 414-ე, 392-ე ქართულ მსროლელ დივიზიებს. 1948-1965 წლებში სამეთაურო თანამდებობები ეკავა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1957-1958 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის გამგე იყო, 1965 წლიდან თადარიგში გავიდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.