Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ახტალა — ტალახით სამკურნალო კურორტი ქალაქ გურჯაანში. თბილისიდან 122 კმ, ზღვის დონიდან 412 მეტრი. ჰავა ზომიერი კონტინენტური: ზაფხული ცხელი, ზამთარი თბილი, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 700 მმ. კურორტის სამკურნალო ფაქტორის ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისათვის. მას მოიხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.), ისტორიკოსი პ. იოსელიანი და ექიმი ა. მესხიშვილი (XIX ს.). ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (დაარსდა 1928) დ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.
ახტალაში არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა, სააბაზანო (ტალახსამკურნალო). ჩვენებები: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი. სეზონი აპრილ-დეკემბერში.
ახტალა წარმოადგენდა ცალკე სოფელს, მოიპოვებოდა მადნეული. 1785 წლის 19 სექტემბერს ლეკებმა დაარბიეს სოფელი ახტალა და სოფლიდან გაზიდეს დიდი რაოდენობით ფული, ვერცხლისა და სპილენძის მარაგი.[1]ერთი წლის შემდეგ, 1786 წლის აგვისტოდან ახტალაში განახლდა მადნეულის წარმოება.[2] 1934 წლიდან საქართველოს ცაკ-ის დადგენილებით მოექცა ახალშექმნილი ქალაქ გურჯაანის შემადგენლობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.