From Wikipedia, the free encyclopedia
აჩოლი — ხალხი რომელიც უგანდასა და სამხრეთ სუდანის აღმოსავლეთ ეკვატორიის შტატის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს. ისინი აჩოლის ენაზე საუბრობენ. 2013 წლის მონაცემებით სამხრეთ სუდანში დაახლოებით 60 000 აჩოლი ცხოვრობს, ხოლო უგანდაში 1.6 მილიონი.
აჩოლების ხალხის ბელადებს ეწოდებათ რვოდი. ბელადი აერთიანებს რამდენიმე ნათესაურ კლანს. ტრადიციულად ითვლებოდა, რომ რვოდებს ზებუნებრივი ძალები ჰქონდათ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება უხუცესთა საბჭოზე ხდება. წარმომადგენელთა საბჭო განიხილავს კლანებს შორის წარმოქმნილ უთანხმოებებს.
საქორწილო რიტუალი ახალგაზრდა მამაკაცის მიერ გოგოს მხრიდან სიმპატიის მოპოვების მერე ნიშნობით გრძელდება. ნიშნობის დროს ახალგაზრდას გოგოს მამასთან მიაქვს მცირე გამოსასყიდ ხოლო ქორწილამდე მან მთლიანად უნდა გადაიხადოს პატარძლის ღირებულება, რომელიც როგორც წესი მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონელია.[1]
აჩოლის ხალხს სწამს ერთი უმაღლესი ძალის ნიარუნბაგასი, რომელიც ადამიანის მოკვლას კრძალავს. მკვლელობის შემთხვევაში მსხვერპლის ოჯახი აწარმოებს სისხლის გამოსასყიდის რაოდენობაზე მოლაპარაკებას. ამის შემდეგ ტარდება მკვლელთან შერიგების რიტუალი. დღეისთვის აჩოლების უმეტესობა ქრისტიანია.
აჩოლების მიწა ნგომ კვარო არ ეკუთვნის ინდივიდებს და ზოგადად კლანის საკუთრებად ითვლება. მიწა გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობის ასევე ნადირობისთვის, კლანებს შორის უთანხმოებებს აგვარებენ რვოდები.[2]
აჩოლები თავიდან ბაჰრ-ელ-გაზალში ცხოვრობდნენ, თუმცა XVII საუკუნეში სამხრეთით მიგრირდნენ და დღეისთვის უგანდის ერთ–ერთ უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.