From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია — საბჭოთა არმიის დიდი შეტევითი ოპერაცია აღმოსავლეთ პრუსიასა და ჩრდილოეთ პოლონეთში, დიდი სამამულო ომის დამამთავრებელ პერიოდში, 1945 წელს. მიზნად ისახავდა მტრის სტრატეგიული დაჯგუფების განადგურებას აღმოსავლეთ პრუსიას და ჩრდილოეთ პოლონეთში. ოპერაციში მონაწილეობდნენ: ბელორუსიის II და III ფრონტის 43-ე არმია და ბალტიის ფლოტი.
აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია | |||
---|---|---|---|
ნაწილი | |||
თარიღი | 13 იანვარი, 1945 | ||
მდებარეობა | აღმოსავლეთ პრუსია ჩრდილოეთ პოლონეთი | ||
შედეგი | საბჭოთა ჯარების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია ვიკისაწყობში |
აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია ისევე, როგორც ვისლა-ოდერის ოპერაცია იყო შემადგენელი ნაწილი საბჭოთა შეიარაღებული ძალების სტრატეგიული შეტევისა ბალტიის ზღვიდან კარპატებამდე.
ანტიფაშისტური კოალიციის გათიშვის იმედით ფაშისტური ხელმძღვანელობა ცდილობდა გაეჭიანურებინა ომი, არ დაეშვა საბჭოთა ჯარების წინსვლა დასავლეთისაკენ.
აღმოსავლეთ პრუსიას იცავდა არმიათა ჯგუფი „ცენტრი“. 13 იანვარს მათ გაარღვიეს მტრის თავდაცვა გუმბინენის ჩრდილოეთით. ბელორუსიის II ფრონტის ჯარებმა კი 26 იანვარს ელბინგის ჩრდილოეთით გაარღვიეს ფრონტი და ბალტიის ზღვის სანაპიროზე გადავიდნენ III ფრონტის ჯარებიც. ფაშისტური არმიის მთავარი ძალები ზღვის პირას იქნა მომწყვდეული და განადგურებული. ამის შემდეგ საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს მთელი აღმოსავლეთ პრუსია, მოსპეს გერმანული იმპერიალიზმის კერა და ფორპოსტი აღმოსავლეთში და გაათავისუფლეს ჩრდილოეთ პოლონეთი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.