აღმოსავლეთი პირენეი (ფრანგ. Pyrénées-Orientales; კატ. Pirineus Orientals; ოქსიტ. Pirenèus Orientals) — დეპარტამენტი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ლანგედოკ-რუსილონში. მასში ასევე მოქცეულია მცირე ესპანური ექსკლავი ლივია.
აღმოსავლეთი პირენეი Pyrénées-Orientales | |
---|---|
აღმოსავლეთი პირენეის გერბი | |
მდებარეობა | |
ადმინისტრაცია | |
დეპარტამენტის ნომერი: | 66 |
რეგიონი: | ლანგედოკი-რუსილონი |
პრეფექტურა: | პორპინიანი |
სუბპრეფექტურები: | კერეტი, პრადესი |
კანტონები: | 31 |
კომუნები: | 226 |
გენერალური საბჭოს პრეზიდენტი: | კრისტიან ბურკინი |
სტატისტიკა | |
მოსახლეობა | 57-ე |
-2007 | 437,157 |
მოსახლეობის სიმჭიდროვე: | 110 ად./კმ2 |
მიწის ფართობი¹: | 4116 კმ2 |
¹ საფრანგეთის მიწის რეგისტრაციის მონაცემებით, რომლებიც გამორიცხავს 1 კმ2-ზე დიდ ესტუარებს, ტბებს, ტბორებსა და მყინვარებს. | |
ისტორია
1659 წელს პირენეს ზავის დადებამდე, დღევანდელი დეპარტამენტის უდიდესი ნაწილი წარმოადგენდა კატალონიის სამთავროს ნაწილს და შედიოდა ესპანეთის შემადგენლობაში. ისტორიული წარსულიდან გამომდინარე დეპარტამენტში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საუბრობს კატალონიურად და ხანდახან მას ჩრდილოეთ კატალონიასაც კი უწოდებენ.
აღმოსავლეთი პირენეი არის იმ 83 დეპარტამენტიდან ერთ-ერთი, რომლებიც შეიქმნა საფრანგეთის რევოლუციის დროს 1790 წლის 4 მარტს. ის ფაქტობრივად იმეორებს რევოლუციამდელი პროვინციის რუსილონის საზღვრებს და დამატებით მოიცავს ფენოლედას, რომელიც მანამდე ლანგედოკის ნაწილი იყო.
1793 წლისაპრილში ესპანეთმა სცადა რეგიონის დაბრუნება, რამაც გამოიწვია პირენესის ომი. ომი ბაზელის ზავით და საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა.
გეოგრაფია
აღმოსავლეთი პირენეის ფართობია 4116 კმ². 2005 წლის მონაცემებით დეპარტამენტის მოსახლეობა 422,000 ადამიანს შეადგენს და მას 57-ე ადგილი უკავია, დეპარტამენტში მცხოვრებთა საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 95 ადამიანს.
აქ ყველაზე გავრცელებული ენაა ფრანგული. აღმოსავლეთი პირენეის მმართველია კრისტიან ბურკინი.
რესურსები ინტერნეტში
- (ფრანგული) General Council of Pyrénées-Orientales დაარქივებული 2007-10-12 საიტზე Wayback Machine.
- (ფრანგული) Prefecture website
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.