From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთი მინდორო (ტაგ: Silangang Mindoro; ილოკ: Amianan nga Mindoro) — პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს კუნძულ მინდოროზე, მიმაროპის რეგიონში. მანილიდან 140 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. პროვინციას ჩრდილოეთით ვერდის კუნძული და ბატანგასი ესაზღვრება, აღმოსავლეთით — მარინდუკე, მაესტრო დე კამპოს კუნძული, ტაბლასის სრუტე და რომბლონის დარჩენილი ნაწილი, სამხრეთით — სემირარა, კალუიის კუნძულის დარჩენილი ნაწილი და ანტიკე, ხოლო დასავლეთით — დასავლეთი მინდორო. კუნძულის ერთადერთი ქალაქი და პროვინციული დედაქალაქია კალაპანი.
აღმოსავლეთი მინდორო ტაგალ. Silangang Mindoro | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | კალაპანი | ||
შიდა დაყოფა | კალაპანი, ბაკო (აღმოსავლეთი მინდორო), ბანსუდი, ბონგაბონგი, ბულალაკაო, გლორია (აღმოსავლეთი მინდორო), მანსალაი, ნაუხანი, პინამალაიანი, პოლა (აღმოსავლეთი მინდორო), Puerto Galera, როხასი (აღმოსავლეთი მინდორო), სან-ტეოდორო (აღმოსავლეთი მინდორო), სოკორო (აღმოსავლეთი მინდორო) და ვიქტორია (აღმოსავლეთი მინდორო) | ||
კოორდინატები | 13°00′00″ ჩ. გ. 121°25′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Humerlito Dolor | ||
დაარსდა | 1950 | ||
ფართობი | 4238.38 კმ² | ||
მოსახლეობა | 908 339 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 43 | ||
საფოსტო ინდექსი | 5200–5214 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.ormindoro.gov.ph/ | ||
| |||
აღმოსავლეთი მინდორო ცნობილი ეკოტურისტული დანიშნულების ადგილია. 2005 წელს ამერიკელმა ბიოლოგებმა, კენტ კარპენტერმა და ვიქტორ სპრინგერმა ფილიპინები მსოფლიოში საზღვაო ბიომრავალფეროვნების ცენტრად და ყველაზე მრავალფეროვანი საზღვაო ეკოსისტემების მქონე სახელმწიფოდ დაასახელეს. ვერდის კუნძულის გასასვლელში, მინდოროსა და ლუსონის მთავარ კუნძულს შორის წყლებში ფილიპინების ენდემური სახეობების უმრავლესობა ბინადრობს. კარპენტერისა და სპრინგერის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (2005) ვერდის კუნძულის მიმდებარე წყლებში მარჯნების, მოლუსკების, თევზების, რეპტილიებისა და ზღვის ძუძუმწოვრების 2 983 სახეობაა დაფიქსირებული.[2]
1970-იან წლებში პროგრამის ადამიანი და ბიოსფერო ფარგლებში იუნესკომ პუერტო-გალერა ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა. ვერდის კუნძულის გასასვლელი დანართში „მარჯნის სამკუთხედი“ (ფილიპინები, მალაიზია და ინდონეზია) მოხსენიებული როგორც „მსოფლიოს საზღვაო ბიომრავალფეროვნების ცენტრი“ და „სანაპიროს თევზების ბიომრავალფეროვნების ცენტრი“.[3]
აღმოსავლეთ მინდოროს ფართობი 4 238.38 კმ²-ია.[4] პროვინცია კუნძულ მინდოროს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. შედის მიმაროპის რეგიონის შემადგენლობაში. პროვინციას ჩრდილოეთით ვერდის კუნძული და ბატანგასი ესაზღვრება, აღმოსავლეთით — მარინდუკე, მაესტრო დე კამპოს კუნძული, ტაბლასის სრუტე და რომბლონის დარჩენილი ნაწილი, სამხრეთით — სემირარა, კალუიის კუნძულის დარჩენილი ნაწილი და ანტიკე, ხოლო დასავლეთით — დასავლეთი მინდორო.
პროვინციის დასავლეთი ნაწილი მთიანია, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი ბორცვებსა და ვაკეებს უკავია. ჰალკონის მთა, რომელიც ზღვის დონიდან 2 582 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ფილიპინების მასშტაბით მე-18 უმაღლესი მწვერვალი და პროვინციისა და კუნძულის უმაღლესი მწვერვალია. ნაუხანის ტბა მეხუთე უდიდესი ტბაა ქვეყნის მასშტაბით. მისი ზედაპირის ფართობი 8 125 ჰექტარია და კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
აღმოსავლეთი მინდორო 14 მუნიციპალიტეტსა და 1 ქალაქს (კალაპანი) მოიცავს, რომელიც პროვინციის პროვინციული დედაქალაქის ფუნქციას ასრულებს.
აღმოსავლეთ მინდოროს კლიმატს გამოკვეთილი მშრალი და წვიმების სეზონი არ ახასიათებს. საშუალო ტემპერატურა 28-დან 32 °C-მდეა (82-90 °F). ნალექების მაქსიმუმი ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის. შეფარდებითი ტენიანობის მაჩვენებელი 87%-ია.[5]
2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 844 059 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 200 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.
პროვინციის მოსახლეობის 70% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და თევზჭერაშია ჩართული. ურბანიზაციის მაჩვენებელი 3-%-ია. მოსახლეობის უმრავლესობა ტაგალურ ენაზე საუბრობს. მცირე ნაწილის მშობლიური ენა ილოკანური და ვისაიანური ენებია.[6]
აღმოსავლეთ მინდოროს პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა (დაახლოებით 81%) რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. რელიგიურ უმცირესობებს სხვა ქრისტიანული და ისლამური კონფესიები შეადგენენ. მოსახლეობის მცირე ნაწილი ანიმისტი და ათეისტია.[7]
აღმოსავლეთ მინდოროს ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. პროვინციის მოსახლეობას ძირითადად ბრინჯი, სიმინდი, ქოქოსი, ბოსტნეული და ხილი (ბანანი, რამბუტანგი, ლანგსატი, დურიო) მოჰყავს. აღმოსავლეთ მინდორო ცნობილია როგორც „სამხრეთ ტაგალოგის ბრინჯისა და ხილის ბეღელი“ და რეგიონის ლიდერია ბანანის წარმოების მიხედვით. პროვინციის 169 603.34 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს უკავია. სტისტიკის მიხედვით 85 244 ჰექტარზე ბრინჯი მოჰყავთ, 21 671 ჰექტარზე კი ქოქოსის პლანტაციებია გაშლილი. 2019 წლისთვის პროვინცია ბრინჯის წარმოებით ფილიპინების პროვინციებს შორის მოწინავე ადგილზე იყო.[8]
პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. აღმოსავლეთ მინდოროს ამჟამინდელი გუბერნატორი ჰუმერლიტო დონორია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — ანტონიო პერეს უმცროსი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.