აქსელ ოქსენშერნა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
გრაფი აქსელ ოქსენშერნა (შვედ. Axel Oxenstierna; დ. 16 ივნისი, 1583, უპლანდი, შვედეთი — გ. 28 აგვისტო, 1654, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი სახელმწიფო მოღვაწე, რიქსკანცლერი (1612-54) გუსტავ ადოლფისა და მისი ქალიშვილის ქრისტინას კარზე. მისი მცდელობით შვედეთი ოცდაათწლიანი ომიდან გამარჯვებული გამოვიდა და თავისი ძლიერების მწვერვალსაც მიაღწია.
აქსელ ოქსენშერნა | |
შვედეთის უმაღლესი კანცლერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1612 – 1654 | |
მონარქი | გუსტავ II ადოლფი კრისტინა |
წინამორბედი | სვანტე ტურესონ ბილკე |
მემკვიდრე | ერიკ ოქსენშერნა |
რიგის გენერალ-გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1622 – 1626 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ? |
პრისიის გენერალ-გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1626 – 1631 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 16 ივნისი, 1583 უპლანდი, შვედეთი |
გარდაცვლილი | 28 აგვისტო, 1654 (71 წლის) სტოკჰოლმი, შვედეთი |
მეუღლე | ანნა აქეშდოტერ ბოოტი |
ხელმოწერა |
ოქსენშერნა შვედეთის წარჩინებულ ოჯახიდან იყო. ლექციებს გერმანიის უნივერსიტეტებში (როსტოკში, ვიტენბერგში, იენში) ისმენდა ღვთისმეტყველებასა და სახელმწიფო სამართალში. 1609 წელს სენატორად დაინიშნა, გუსტავ ადოლფის ტახტზე ასვლის შემდეგ კი სახელმწიფო კანცლერის წოდებამდე ამაღლდა, რომელსაც საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლება ენიჭებოდა მეფესთან შეთანხმებით. 1613 წელს დანიის სახელმწიფოსთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, 1617 წელს სტოლბოვის ზავით რუსეთთან. 1622 წელს კი ოგრში პოლონეთთან დააზავა შვედეთი.
ოცდაათწლიანი ომის პერიოდში ოქსენშერნას ღვაწლი განსაკუთრებით გამოიკვეთა, როდესაც გუსტავ ადოლფი გერმანელ პროტესტანტებს ეხმარებოდა. მან პოლონეთთან 6 წლით დაზავება მოახერხა, რამაც ხელი შეუწყო გერმანელი კათოლიკების წინააღმდეგ მიემართა სახელმწიფო ძალები. როდესაც მთელი რიგი ბრწყინვალე გამარჯვებების შემდეგ შვედური ჯარები გერმანიის შუაგულში შეიჭრნენ, რაინზე განლაგებული ძალების უფროსობა მას მიანდეს. მეფე 1632 წელს გარდაიცვალა, ერთი წლის თავზე კი მისივე ინიციატივით გამართულ ჰაილბრონის კონგრესზე პროტესტანტული კავშირის მეთაურად დასახელდა. მომდევნო წელს საფრანგეთსა და ჰოლანდიას სტუმრობდა, რათა იქაურები იმპერატორთან ომში პროტესტანტების მხარეს გადაებირებინა. 1636 წელს ოქსენშერნამ საომარ ქმედებათა თეატრს საბოლოოდ აქცია ზურგი და შვედეთში დასახლდა. ასრულებდა კანცლერის მოვალეობას და დედოფალ ქრისტინას მეურვეთა შორისაც იხსენიებოდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.