აქაველთა კავშირი — ძველი ბერძნული ქალაქების პოლიტიკური გაერთიანება პელოპონესში. მიმართული იყო დორიელთა წინააღმდეგ.

საბერძნეთისთვის ისტორიულად კლასიკურ ხანაში აქაველთა კავშირს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონია. იგი დაიშალა ძვ.წ IV საუკუნის II ნახევარში და აღდგა ძვ.წ 280 წელს, როგორც აქაიას ოთხი ქალაქის ანტიმაკედონიური ფედერაცია.ძვ. წ 275 წელს ფედერაციას შეუერთდა ქალაქი ეგიონი, ძვ.წ III საუკუნის II ნახევარში კი იგი დაახლოებით 60 ქალაქს აერთიანებდა. ქალაქები ავტონომიით სარგებლობდნენ.

აქაველთა კავშირის მმართველობის უმაღლესი ორგანო იყო საერთო კრება, რომელსაც იწვევდნენ წელიწადში ორჯერ ეგიონში. კავშირის ყველა წევრ-ქალაქს კრებაზე თითო ხმის უფლება ჰქონდა. კრება ირჩევდა უმაღლესი თანამდებობის პირებს: სტრატეგოსს, ნავარქოსს, ჰიპარქოსს. ასევე არჩევდა მართლმსაჯულების საკითხებს და იხილავდა საგარეო და საშინაო საქმეებს.

აქაველთა კავშირი ჭრიდა საკუთარ მონეტას, ჰქონდა ზომა-წონის ერთიანი სისტემა.

ძვ.წ 251 წელს აქაველთა კავშირის წევრი გახდა ქალაქი სიკიონი. არატე სიკიონელმა ბოლო მოუღო მაკედონურ ჰეგემონიას პელოპონესში, მაგრამ კლეომენე III-ის მიერ სპარტაში გატარებულმა რეფორმებმა და აგრარულმა მოძრაობამ, რომელიც ამ რეფორმებმა გამოიწვია პელოპონესში, დააშინა ოლიგარქოსები.

ძვ.წ 221 წელს აქაველთა კავშირი იძულებული გახდა მაკედონიას შეკავშირებოდა სპარტის წინააღმდეგ, რის შედეგადაც იგი ფაქტობრივად მაკედონიას დაემორჩილა. რომისა და მაკედონიის ბრძოლების დროს აქაველთა კავშირმა კოლიცია შექმნა მაკედონიის წინააღმდეგ, მაგრამ მალე რომი აქაველთა კავშირის საქმეში ჩაერია, ძალმომრეობას მიმართა და იტალიაში მძევლად წაიყვანა პრომაკედონური ორიენტაციის ათასი მოქალაქე.

აქაველთა კავშირის ცდა, ომით დაეღწია რომაელთა გავლენისაგან დასრულდა ძვ.წ 146 წელს მისი დაშლით, რომაელთა მიერ კორინთის დანგრევითა და საბერძნეთის დამორჩილებით.

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.